გუშინ, “ოსასუნასთან” მოგებული შეხვედრის 89-ე წუთზე მოედნიდან პედრი გავიდა და შადი რიადი შემოვიდა – ეს მაროკოელი მცველისთვის “ბარსელონას” პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი იყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით 19 წლის ფეხბურთელი თავად საუბრობს:
პირველ გუნდში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ჩავის მადლობას ვუხდი, რომ მენდო.
ემოციებისგან ვიტირე, რადგან დიდი ხანი ვმუშაობდი, რომ ეს დღე დამდგარიყო. ძალიან ბედნიერი ვარ.
როცა მოედანზე ფეხი შევდგი, ფიქრი მაშინვე ღმერთზე დავიწყე – მჯეროდა, რომ ბოლო წუთებში ის დამეხმარებოდა. ასევე ვფიქრობდი საკუთარ ოჯახზე, რომელიც მთელი ცხოვრებაა, მხარს მიჭერს.
რიადი 197-ე “ლა მასიელია”, რომელსაც პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა.




ძლიერი ბიჭი ჩანს, ლა მასიაში ახალ არაუხოს ეძახიან თურმე, ვიდეოებიც რაც მაქვს ნანახი კარგი მცველია და მართლა წააგავს არაუხოს, იმედია კიდევ ერთი ვარსკვლავბიჭუნა გვყავს შადის სახით.
როცა მოედანზე ფეხი შევდგი, ფიქრი მაშინვე ღმერთზე დავიწყე – მჯეროდა, რომ ბოლო წუთებში ის დამეხმარებოდა. ასევე ვფიქრობდი საკუთარ ოჯახზე, რომელიც მთელი ცხოვრებაა, მხარს მიჭერს.
კარგია რო გულით იყო მოედანზე. ესეთები გვინდა ბლომად და აღარ დაგვჭირდება ასობით მილიონების ჰაერზე გადაყრა ძალიან საეჭვო ვარსკვლავების მოყვანაზე.
რა ბედნიერება იქნება იმენა,,იმხელა წარმატებაა ეხლავე რო დაასრულოს კარიერა,ამის ათთ თაობას ეცოდინება ვინ იყო და სად ითამაშა😄
ბარსელონა წარმატებას ვერ მიაღწევს სანამ გუნდი ესეთი ფეხბურთელებით არ იქნება დაკომფლეტქებული რომლებსაც სიგიჟემდე უყვართ კლუბი და ბავშვობიდან ოცნებობენ აქ თამაშზე.
დღესდღეობით მხოლოდ ბალდე არაუხო გავი და დე იონგი მიტოვებენ ეგეთ შთაბეჭდილებას.