workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკოს ალონსო: ყოველთვის კულე ვიყავი

მარკოს ალონსო: ყოველთვის კულე ვიყავი

“ბარსელონას” გამოცდილი მცველი, მარკოს ალონსო Sport-თან ინტერვიუში საინტერესო საკითხებზე საუბრობს:

ოჯახში ყოველთვის “ბარსას” ფანები ვიყავით. კატალონიაში ყოფნით ბედნიერი ვარ და ვიმედოვნებ, აქ რამდენიმე წელი დავრჩები. 

“რეალ მადრიდში” გატარებული დრო? ცუდი პერიოდის შემდეგ მითხრეს, რომ წავსულიყავი. ჩემი მშობლები იცინოდნენ. საბოლოოდ, ეს ჩემი განვითარების საწყისი გამოდგა. იქ დიდი ხანი ვიყავი და გავიზარდე როგორც ადამიანი და როგორც პიროვნება.

ჩემი პირველი მოგონება როგორც კულე? პირველად “ბარსას” თამაში “ელ კლასიკოში” ვნახე. იღბლიანი აღმოვჩნდი და საშუალება მომეცა, მატჩის დასრულების შემდეგ გასახდელ ოთახში შევსულიყავი. თუ სწორად მახოსვს, ეს ინიესტას პირველი სეზონი იყო.

რა დროსაც არ უნდა გეკითხათ, ყოველთვის გეტყოდით, რომ ჩემი სურვილი, მამაჩემის მსგავსად, “ბარსელონაში” თამაში იყო. ალბათ, ეს სარისკო გადაწყვეტილება იყო, რადგან კომფორტის ზონა დავტოვე, მაგრამ გუნდს დიდებული პროექტი აქვს.

დიდი ხნის გასვლის შემდეგ, კარიერის ბოლოს კვლავ ლა ლიგაში თამაში ძალიან მინდოდა.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. პროექტი შესანიშნავია, რაც მოტივაციას მაძლევს. ჩემს მომავალზე დასაფიქრებლად დრო იქნება, ახლა კი მხოლოდ თამაშზე ვარ ფოკუსირებული. 

მშვიდად ვიყავი, რადგან “ჩელსიში” კარგად ვასპარეზობდი – იქ არაერთი წელი გავატარე და შესანიშნავად მექცეოდნენ. “ბარსაში” გადმოსვლა ძალიან მინდოდა, მაგრამ სიმშვიდეს ვინარჩუნებდი და “ჩელსისთან” ერთად პრესეზონზე ვემზადებოდი.

ზუსტად არ მახსოვს, ჩავიმ როდის დამირეკა. ეს ზაფხულში მოხდა 

ბალდე შესანიშნავი შესაძლებლობებისა და პოტენციალის მქონე ახალგაზრდაა.

გასახდელ ოთახში ძალიან კარგი ატმოსფერო სუფევს. რა თქმა უნდა, უფრო ახლოს იმათთან ვარ, რომლებსაც ნაკრებიდან უკვე ვიცნობდი – ერთ-ერთი მათგანი ჟორდი ალბაა. ის გასახდელში კაპიტნის როლს ასრულებს და პირველ დღეებში ძალიან დამეხმარა.

ლეო მესის დაბრუნება “ბარსაში”? მარადონასთან ერთად, მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია… გუნდში მის ყოლას ვინ არ ისურვებდა? ყველა მოხარული იქნება.

დავარტყამ თუ არა ჯარიმებს? ვარჯიშებზე ამას ვაკეთებ და ვიმედოვნებ, მალე შანსი მატჩებშიც მომეცემა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 08 ნოე 2022, 17:30

    ჰალაზე დიდი აჟიოტაჟია, ყველას გაგდება უნდათ და ჩვენ გვაგინებენ, მგონი ისიც ვერ გაიგეს ვისთან წააგეს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 08 ნოე 2022, 15:33

    ულე არა ღლე იყავი კიდე, რეალის აღრზდილია, ჩელსიში იყოს კარიერის დიდი ნაწილი და სიბერეში ახლა გვეტენება

  • shu1987
    schedule 08 ნოე 2022, 08:11

    წადი შე ფარჩაკო კულე იყავი ხო ?? მოუნდა კონტრაქტის გახანგრძლივება

  • Albicelecte
    schedule 08 ნოე 2022, 04:11

    ციტატა: Don_Andresito
    ოსასუნა რაიოს მსგავსად ერთ ერთი ყველაზე კარგი გუნდია ლიგაში, შეიძLება 4 ულში ვერ შევიდნენ, არ ეყოთ შემადგენლობა და რესურსი მარა მონდომების ხარჯზე და ტაქტიკური ხრიკების ხარჯზე კარგად გამოდიან წელს. აბა სევილიები ატლეტიკოები და უკვე ვილიარეალიც სამარცხვინოები არიან. მაგათთან მოგებებით გვეგონა რამე გუნდი ვიყავით მარა არაფერიც. მოკლედ ხვალ კლასიკოს მერე ამ სეზონის ყველაზე რთული თამაში გველის.


    კი, პამპლონაში გასვლა არის ყოველთვის ძალიან რთული;
    მაგრამ ვილიარეალი მაშინ ემერის გუნდი იყო, უფრო შეკრული დღევანდელზე;
    ბილბაოც კარგ ფორმაში და ძნელად მოსაგები, კონტრშეტევაზე მოთამაშე პრაგმატული, ვალვერდესეული მანერით
    მთავარია მთელი მონდომებით თამაში, ქულები დასაგროვებელია, გოლები გასატანია
    არც მოსაფრთხილებელი და უკან დასახევი არსადაა
    მოკლედ, 1:4 მგონია ხვალინდელი მატჩი
    მაგრამ არა ცალი ფეხით, 75-80 წუთამდე რომ ბოლომდე არაა გატეხილი ისე

  • Don_Andresito
    schedule 08 ნოე 2022, 02:41

    ოსასუნა რაიოს მსგავსად ერთ ერთი ყველაზე კარგი გუნდია ლიგაში, შეიძLება 4 ულში ვერ შევიდნენ, არ ეყოთ შემადგენლობა და რესურსი მარა მონდომების ხარჯზე და ტაქტიკური ხრიკების ხარჯზე კარგად გამოდიან წელს. აბა სევილიები ატლეტიკოები და უკვე ვილიარეალიც სამარცხვინოები არიან. მაგათთან მოგებებით გვეგონა რამე გუნდი ვიყავით მარა არაფერიც. მოკლედ ხვალ კლასიკოს მერე ამ სეზონის ყველაზე რთული თამაში გველის.

  • gio-rakitich
    schedule 08 ნოე 2022, 01:41

    ციტატა: Andria
    ესეც ასე ლიდერობას ვიბრუნებთ რეალი ძაან რაღაცნაირად თამაშობს ლალიგას ესენი კიდე გატეხავენ არა ერთს ჩვენ ჩვენი მოვიგოთ


    გაგვიჭირდება ოსასუნასთან მაგარ ფორმაშია

  • Andria
    schedule 08 ნოე 2022, 01:35

    ესეც ასე ლიდერობას ვიბრუნებთ რეალი ძაან რაღაცნაირად თამაშობს ლალიგას ესენი კიდე გატეხავენ არა ერთს ჩვენ ჩვენი მოვიგოთ

  • gio-rakitich
    schedule 08 ნოე 2022, 01:30

    ესეც ასეე იჭიმება რეალი <3