ერთიც… ერთიც გავიჭირვოთ და შემდეგ გვეშველება. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი იქნება და ისე ავთამაშდებით, როგორც სეზონის სტარტზე.
გატყუებთ! გვაქვს მოლოდინი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ უფრო მეტი ტრავმირებული გვეყოლება, ვიდრე ახლა გვყავს და არა მხოლოდ ჩვენ, სხვა გუნდებსაც. ეს მუნდიალი კარგს არცერთ კლუბს არაფერს უქადის.
ჟერარ პიკეს მიერ კარიერის დასრულებამ და მისი ხელფასის გამოთავისუფლებამ კლუბს უკეთესი მომავალი დაანახა. ბოლო დროინდელი მოვლენებით კატალონიაში კმაყოფილები უნდა იყვნენ, თუ არ ჩავთვლით ევროპა ლიგის წილისყრას. მაინცდამაინც პირდაპირ “მანჩესტერ იუნაიტედსა” და კრიშტიანუ რონალდუს დავეჯახეთ, თანაც განთესილი მეტოქეა, ანუ განმეორებითი თამაში “ოლდ ტრაფორდზეა”. თუმცა იქამდე დიდი დროა, მანამდე კი ლა ლიგაა.
ლა ლიგა, სადაც ლიდერი “ბარსელონაა”. გუშინ “რეალ მადრიდის” წაგებით “ბლაუგრანამ” პირველობა ტურის შემდეგაც შეინარჩუნა და დღეს ქულის აღების შემთხვევაშიც კი “ბარსა” მსოფლიო ჩემპიონატს ლა ლიგის ლიდერის სტატუსით შეხვდება.
ამაღამ “ბარსას” მსოფლიო ჩემპიონატამდე ბოლო თამაში აქვს და მოსალოდნელია, რომ ეს თამაში საკმაოდ რთული იქნება.
სათამაშო ფორმა
“ბარსამ” ზედიზედ 3 თამაში მოიგო და ხასიათი გამოიკეთა. რაც ძალიან მნიშველოვანია, კატალონიური კლუბი ლა ლიგაში გოლს ისევ არ უშვებს, ეს კი გუნდის თავდაჯერებისთვის ძალიან კარგი ამბავია. “რეალ მადრიდთან” წაგებული შეხვედრის შემდეგ “ბლაუგრანამ” 4 თამაში ჩაატარა და ოთხივე მშრალად მოიგო.
ლა ლიგაში სტუმრად გამართულ ბოლო 21 თამაშში “ბარსელონას” მხოლოდ 1 წაგება აქვს, მიმდინარე გათამაშებაში კი 6 მატჩიდან 5 მოგება.
“ოსასუნამ” ბოლო 4 თამაშიდან 3 მოიგო, მათ შორის უკანასკნელი ორი. პამპლონელებს ბოლო 7 საშინაო შეხვედრიდან 5 მოგება აქვთ, უკანასკნელი 2 კი არასატეს გუნდმა მშრალად მოიგო. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი დღევანდელი მეტოქე კარგ ფორმაშია. მიმდინარე გათამაშებაში მათ მხოლოდ 12 გოლი აქვთ გაშვებული, რაც მე-5 საუკეთესო შედეგია.
დანაკლისი
წინა თამაშის შემდეგ “ბარსელონას” ბანაკში სიახლე არაა – კუნდე, არაუხო, რობერტო, კესიე და დეპაი ვერ დაგვეხმარებიან.
“ოსასუნას” ერთადერთი დანაკლისი აბდე ეზალზულია, რომელსაც თავისი მესაკუთრე გუნდის წინააღმდეგ თამაშის უფლება არ აქვს.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდებს შორის გამართული 92 თამაშიდან “ბარსელონამ” 54 მოიგო, 19 ფრედ დაასრულა და 19 დათმო. კატალონიელებმა 207 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 78 გაუშვეს.
“ოსასუნასთან” გამართული ბოლო 4 დაპირისპირებიდან “ბარსელონამ” 3 მშრალად მოიგო, ერთი კი 2-2 დასრულდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებულ 12 შეხვედრაში პამპლონელებს ერთადერთი მოგება აქვთ, ისიც “კამპ ნოუზე”.
“ელ სადარზე” გამართულ ბოლო 6 შეხვედრაში ფრე და “ბარსელონას” მოგება ერთმანეთს ცვლის. ამ ლოგიკით დღეს “ბლაუგრანას” მოგების ჯერია.
არბიტრი
შეხვედრას კარგად ნაცნობი ხესუს ხილ მანსანო განსჯის.
ხილ მანსანომ მსაჯობა 2001 წელს დაიწყო. 2006 წელს ის ესპანეთის მე-3 დივიზიონში დაწინაურდა, 3 წლის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში, ხოლო 2012 წელს პრიმერაში.
მოქმედ მსაჯებს შორის ის ლა ლიგაში მე-3 ყველაზე გამოცდილია, თუმცა წლის საუკეთესო არბიტრად არასდროს დასახელებულა.
კარიერის განმავლობაში ხილ მანსანო თამაშში საშუალოდ 27.1 ჯარიმასა და 0.43 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.1 ყვითელ და 0.24 წითელ ბარათს უჩვენებს.
ხესუს ხილ მანსანოს სტატისტიკა “ოსასუნასა” და “ბარსელონა” თამაშებში:
| მალიორკა | ბარსელონა | |
| თამაში | 8 | 32 |
| მოგება | 3 | 19 |
| ფრე | 2 | 7 |
| წაგება | 3 | 6 |
| მოგების % | 38% | 589% |
| სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 0 | 6 |
| საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 0 | 5 |
| სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 6 |
| საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 8 |
სტატისტიკა
- “ოსასუნას” ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- “ოსასუნას” ბოლო 10 თამაშიდან რვაში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- “ოსასუნა” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 11 თამაშიდან ათში კარი მშრალად შეინახა;
- “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 13 გასვლითი თამაშიდან 11 მოიგო;
- “ბარსელონას” მოგებათა სამმატჩიანი სერია აქვს;
- “ბარსელონას” ბოლო 8 თამაშიდან ექვსში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- “ბარსელონა” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან ექვსში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “ბარსელონას” “ოსასუნასთან” გამართული ბოლო 19 თამაშიდან 17-ში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
- ამ გუნდების ბოლო 12 თამაშში “ოსასუნას” მხოლოდ 1 მოგება აქვს;
- “ბარსელონას” “ოსასუნასთან” გამართულ ბოლო 9 თამაშში გოლი ყოველთვის გაჰქონდა;
- ამ გუნდების ბოლო 9 თამაშიდან რვაში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- ამ გუნდების ბოლო 5 თამაშიდან ოთხში ანგარიშს “ბარსელონა” ხსნიდა;
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.5 ანიჭებენ, რაც მოგების 67%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების 82%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბალდე, კრისტენსენი, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, დემბელე.
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბალდე, გარსია, ალონსო, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, ტორესი.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბალდე, გარსია, ალონსო, ალბა, ბუსკეტსი, გავი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბალდე, კრისტენსენი, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, დემბელე, ლევანდოვსკი, ტორესი.
პროგნოზი
- WhoScored: 1-3
- Sportsmole: 1-2
- Sportskeeda: 1-2
- 90min: 0-1
გუშინ არ ყოფილა შემადგენლობაში.