“ბარსელონას” ტალანტი, პედრი გონსალესი საინტერესო საკითხებზე საუბრობს:
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ანდრეს ინიესტას გოლზე გავგიჟდი. ისტორიის გამეორება? რომ გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ სჯობს, შეპყრობილი არ იყო.
ესპანეთის ნაკრებს ყოველ მატჩში პროგრესი მართებს. თუ ფინალში გავალთ და მოვიგებთ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიტანს, რადგან იმაზე უფრო მეტად გავგიჟდები, ვიდრე ანდრესის გოლისას.
მუნდიალის ფავორიტები? არგენტინა, რომელსაც ჯერ კიდევ საუკეთესო ფორმაში მყოფი მესი ჰყავს… საფრანგეთი, ბრაზილია და ფრენკი დე იონგის ნიდერლანდებსაც არ გამოვრიცხავ… ფრენკი ხშირად მიყვება, რამდენად მოტივირებულია.
“რეალ მადრიდში” გადასვლა შემეძლო, მაგრამ საბოლოოდ, ჩემი ოცნების კლუბში – “ბარსელონაში” აღმოვჩნდი.
FIFA-ში საკუთარი თავით არასდროს ვთამაშობ, რადგან წაგებას ვერ ავიტან. მირჩევნია, მესითი ან რონალდუთი ვითამაშო.
[El País]




ესპანეთი პირველად არის ასე უვარსკვლავებოდ, გუნდი ძალიან ახალგაზრდაა და მე მგონი წელს ვერ მოიგებს აი ევროზე უკვე კარგად იქნებიან შეთამაშებულები.
ესპანეთი ძალიან საინტერესო გუნდია. ჯგუფშივე ვნახავთ ამ ნაკრების რეალურ ძალას გერმანიასთან. მერე ბელგია-ხორვატია კანადა- მაროკოს ჯგუფიდან რომელიმეა შეხვდებიან 1/8 ფინალში მოკლედ მარტივი გზა არ ექნებათ
Gagijdebodi. Eg ra aris shen Chelss rom gautana is unda genaxa