“ბარსელონას” გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ჟერარ პიკეს ემშვიდობება:
ჯერი,
დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, და “ბარსა” შენს გარეშე ჯერ კიდევ რთული წარმოსადგენია.
შენსავით ვერავინ მაჩვენა, “ბარსელონა” ასეთი განსაკუთრებული კლუბი რატომაა. შენი ამბიციები ყოველთვის უმაღლეს დონეზე იყო და წარმატებებს მომავალ პროექტებში განაგრძობ, ისტორიის წერას გააგრძელებ – ეს ისაა, რასაც ყოველთვის აკეთებ!
ჩემი აქ მოსვლის დღიდან შენ დიდებული თანაგუნდელი, ლიდერი, მეგობარი და კიდევ უფრო მაგარი პიროვნება იყავი/ხარ.
როგორც ფეხბურთელმა ყველაფერი მოიგე და “კამპ ნოუდან” შესანიშნავ გაცილებას იმსახურებ. შენს გვერდით თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება.
პიკე და ტერ შტეგენი 2014 წლის შემდეგ ერთად თამაშობენ. ერთმანეთის მხარდამხარ მათ ანგარიშზე 258 ჩატარებული მატჩი და ყველა შესაძლო მოგებული ტიტულია.




ალბაც თუ წავა და რობერტო, ბუსკეტსიც მაშინ ნამდვილად მოუწევს თუ რა თქმა უნდა მესი არ დაბრუნდა.
აი ეხლა რობერტო რომ კაპიტანი იქნება ეგეთი ბარსელონას ბენზემამ რომ დააფსას ხოა ღირსი?
ალბაც თუ წავა და რობერტო, ბუსკეტსიც მაშინ ნამდვილად მოუწევს თუ რა თქმა უნდა მესი არ დაბრუნდა.
რატო ალბაც არაა ცუდი ტიპი
შტეგო გვიკაპიტნებს გაისად❤