ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ რობერტ ლევანდოვსკი ლა ლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
პოლონელ ვარსკვლავს მიმდინარე სეზონში, პრიმერა დივიზიონის ეგიდით ჩატარებულ 12 მატჩში უკვე 13 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. გარდა ამისა, რობერტის ანგარიშზე 4 ასისტია.
კონკრეტულად ოქტომბერში, ლევანდოვსკიმ 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
⭐️ Robert Lewandowski is voted as the La Liga Player Of The Month for October. pic.twitter.com/rKixaJPe5j
— Barça Buzz (@Barca_Buzz) November 4, 2022




აღირსეს როგორც იქნა.
ლევანგოლსკი <3
ლალიგაში ვერგაქაჩავს ბიძი