ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის მე-13 ტურის თამაშების მსაჯები დაასახელა.
“ბარსელონასა” და “ალმერიას” შორის “კამპ ნოუზე” გასამართ შეხვედრას 42 წლის პაბლო გონსალეს ფუერტესი განსჯის.
ფუერტესი 2004 წლიდან მსაჯობს. 2012 წელს ის სეგუნდა დივიზიონში, 2017-ში კი პრიმერაში დაწინაურდა.
კარიერის განმავლობაში პაბლო გონსალესი თამაშში საშუალოდ 29.8 ჯარიმასა და 0.3 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.1 ყვითელ და 0.3 წითელ ბარათს უჩვენებს. ესპანელი არბიტრების ფონზეც კი ფუერტესი მკაცრი მსაჯობით გამოირჩევა.
პაბლო გონსალეს ფუერტესის სტატისტიკა “ბარსელონასა” და “ალმერიას” თამაშებში:
| ბარსელონა | ალმერია | |
| თამაში | 9 | 10 |
| მოგება | 6 | 4 |
| ფრე | 1 | 0 |
| წაგება | 2 | 6 |
| მოგების % | 67% | 40% |
| სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 0 | 0 |
| საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 0 | 1 |
| სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 2 |
| საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 1 |
არ არის ცუდი მსაჯი ჩვენთვის.