ჩავი ერნანდესმა და ექტორ ბელერინმა პლზენის “ვიტორიასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს.
ბელერინი
ჩვენ “ბარსა” ვართ და ყოველი თამაში უნდა მოვიგოთ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ სიტუაციაში ვიმოყფებით.
ნებისმიერი ფეხბურთელის მსგავსად, მეც ყველა მატჩში მონაწილეობა მსურს. თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ. რთულია, როდესაც გუნდში გვიან მიდიხარ, რადგან მოსამზადებელ პერიოდში ვერ მონაწილეობ. ბედნიერი ვარ იმ წუთებით, რომლებიც მომეცა.
იმედგაცრუებული ვართ, რადგან ვფიქრობთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მეტი დავიმსახურეთ, თუმცა ჩვენი დონე კარგად ვიცით და ამას ლა ლიგაში ვაჩვენებთ.
ფეხბურთში ყველაფერი შავი ან თეთრი არაა. ყველა მატჩი განსხვავებულია, მაგრამ გუნდი ამტკიცებს, რომ მაღალი დონისაა. ბოლოს ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ.
ვფიქრობ, მსოფლიო ფეხბურთში მწვრთნელებს ბევრს არ უთმენენ, ხალხი სწრაფ შედეგს ითხოვს, მაგრამ მოთმინებასთან ერთად შედეგებიც მოვა. შეხედეთ კლოპს, გვარდიოლას და თუნდაც არტეტას.
შემდეგ სეზონში დარჩენა? როდესაც ამის დრო მოვა, ვნახოთ, რა მოხდება.
ხალხის აზრი არ მაინტერესებს, მე ის მაღელვებს, თუ მწვრთნელი რას მეტყვის. “ბაიერნთან” მატჩამდე დიდხანს არ მეთამაშა.
ჩავი
ჩვენთვის სატურნირო თვალსაზრისით სასწორზე არაფერი დევს, მაგრამ გვინდა, ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა კარგად დავასრულოთ.
ტრავმის რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ გვინდა, ფეხბურთელებმა ამაზე არ იღელონ. მოთამაშეებს ვეუბნები, რომ თუ ისინი კლუბში 100%-ით მზადყოფნაში იქნებიან, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდებიან.
მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.
მე “ბარსაში” კლუბის ყველაზე ცუდ პერიოდში ვთამაშობდი – 2000-დან 2003 წლამდე. შემდეგ კი, რაიკაარდის მწვრთნელობიდან ჩემი კარიერის დასრულებამდე, ისტორიაში საუკეთესო პერიოდი დადგა. ახლა ეჭვების დრო არაა, იმაზე მეტად უნდა გჯეროდეთ, ვიდრე არასდროს.
ხვალ ინიაკი პენია და პაბლო ტორე ითამაშებენ.
ლევანდოვსკის ზურგზე მცირე დისკომფორტი აქვს და გვინდოდა, მომდევნო მატჩისთვის დაგვესვენებინა.




ლაპორტას ადგილზე რომ ვიყო, შუაზე გავიხეოდი და კვარას და ოსიმენს გადმოვიყვანდი როგორმე.
ბედნიერი ვარ იმ წუთებით, რომლებიც მომეცა.
აფერისტოოო.. :::დდდ
:::დდდდდდდდ
იმედგაცრუებული ვართ, რადგან ვფიქრობთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მეტი დავიმსახურეთ.
===================
===================
იმედგაცრუებით გაბედნიერებული ადამიანი მე არ მინახავს და შენ როგორ ახერხებ?!!! ::დდდ
ეს "საბუდარელი ჭაბუკის" პონტია – გარეთ თუ ქარია, წვიმს და ცა ჩამოიქცა შენ რაღა გიხარია გოგიტაო ..
დაცვას მიხედე ბალერონო, დაცვას..
დარბის 😂😂😂
ვეღარც დარბის თორე კი
ფიზ მომზადება უმდა გაზარდონ აუცილებლად, აღარაა ძველი დრო. რაც არ უნდა ტქნიკური იყო თუ მეტქოეს ტემპში ვერ აყევი უმეტეს შემთხვევაში ძალიან დაიჩაგრებ. ინტერთან რა ტემპშიც ვითამაშეთ პირველი 30 წუთი ის ტემპი რო გვქონდეს სულ ძალიან ძლიერი გუნდი ვიქნებით. მაგრამ ფიზ მომზადება არაა ამ ბარსამ მთელი თამაში მაგ ტემპში რომ ითამაშოს მერე გამოვლენ და 5 თამაში ვერაფერს იზამენ. თუნდაც ეპლს რო დავაკვირდეთ რა ტემპში თამაშოვენ გუნდები მაგიტომაცაა რო ბოლო წლებში დომინირებენ.
ისე ალკანატარა რო დაგვებრუნებინა ძალაიან კაი იქნებოდა. შეიძლება ახლაც არაა გვიან მარა პირდაპირ ბაიერნიდან უნდა წამოგვეყვანა. უკლასნესია
დარბის 😂😂😂
რისი თამაშით იღებ სიამოვნებას კუკურიჩ, ფალოსითინ? ბურთს ეს ვერ იღებს, კაცს ეს ვერ ატყუებს, პასს ეს ვერ აკეთებს და ნეტა როგორი ესმის ამას ფეხბურთი :))
მშვენიერი ბიჭია ვიდზე, მაგის ადგილი ჰოლივუდშია. არ არის მაგის საქმე ფეხბურთი მე მგონი და რატომ იღლის თავს. ჩვენ ცალკე გვიშლის ნერვებს და ჩავის ხო საერთოდ. ეტყობა მართლა უშვებენ და უკანასკნელად მოიყვანა ჩავიმ პრესკონფერენციაზე, რო დაგვემშვიდობოს.