workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კესიეს აგენტი: ფრანკს ბარსელონადან წასვლა არ სურს

კესიეს აგენტი: ფრანკს ბარსელონადან წასვლა არ სურს

ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფრანკ კესიე “ბარსელონაში” თავს კარგად არ გრძნობს და იანვარში კლუბის დატოვება სურს, მაგრამ ფეხბურთელის აგენტი ამ ცნობებს უარყოფს. 

ფრანკი “ბარსაში” ბედნიერია და არსად წასვლა არ სურს. ის სულ რამდენიმე თვეა, რაც კლუბშია და ჯერ კიდევ გუნდთან და მის სათამაშო სტილთან ადაპტაციის პროცესშია. 

– განუცხადა კოტ დ’ივუარელის წარმომადგენელმა Mundo Deportivo-ს.

“ბარსელონამ” 25 წლის ნახევარმცველი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. მიუხედავად იმისა, რომ ჩავი მას მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს, კესიე სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის, რაც გარკვეულწილად ტრავმითაცაა გამოწვეული, რომელიც ცოტა ხნის წინ მოიშუშა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • El pistolero 9
    schedule 31 ოქტ 2022, 02:15

    სკამზე რომ ასეთი ფეხბურთელი ზის ფუფუნებაა. ჩავიმ მეტი დრო უნდა მისცეს

  • nika 54
    schedule 30 ოქტ 2022, 23:59

    თუ დიდი ხელფასი არა აქვს, დატოვონ და ათამაშოს ჩავიმაც რო გამოჩნდეს რას წარმოადგენს, ეგება "ახალი ბუსკეტსია"

  • DesmondHume
    schedule 30 ოქტ 2022, 23:31

    სისტემურად თუარ მისცა ჩავიმ დრო ასე ადაპტაციას ვერასდროს გაივლის. ხო შეიძლება რამდენიმე თამაში კესი-ფრენკი-პედრის ტრიო მოსინჯოს, თუ 4-4-2 გაიყვანს მაგათ პლიუს გავი ან პაბლო ტორე – ფრენკის პროდუქტიულობაც მოიმატებს უკან რო კესი ან კესი+გავი აზღვევს და ბუსკეცის საცოდაობის ყურებაც აღარ მოგვიწევს არასდროს, კაცი სერია ა-ს ჩემპიონია, მილანის ძირითადი და აქ სკამზე ვალპობთ, არადა ამახე ჯანიანი მაქსიმუმ არაუხო თუ გვყავს, სხვა არავინ, კაკრას ისაა ვისაც გორეცკასთან უნდა ეჭიდავა მარა ჩაალპო მაესტრომ სკამზე, მაგ თამაშებშიც და მანამდეც

  • NAMASTE
    schedule 30 ოქტ 2022, 20:59

    ციტატა: Robert lewandovski
    ძმებო, ისე არაუხო-კუნდეს დუეტი მაგარი კედელი იქნება, კუნდე უსერიოზულესია, არაუხო ხო სული და გულია, ბალდეც კაი ბიჭია და განაპირა მცველი გვინდა ერთი მარჯვნივ და დაცვის პრობლემა მოგვარდება რა. ნუ ცენტრში ერთი კაი საყრდენი გვინდა და კაი შემტევი და კაკ მინიმუმ ერთი ვინგერი. თქვენ რა აზრის ხართ?


    საყრდენი გვჭირდება პირველ რიგში და მარჯვენა მცველი, შემდეგ მარჯვენა ვინგერი და შემდეგ მარცხენა ვინგერი. თან აბსოლუტურად ყველა ძირითადის დონის უნდა იყოს, გარდა მარცხენა მცველისა. მარცხენა მცველი ვინმე ისეთი გვჭირდება ვინც ბალდესთან კონკურენციაში იქნება.

  • Robert lewandovski
    schedule 30 ოქტ 2022, 19:19

    ძმებო, ისე არაუხო-კუნდეს დუეტი მაგარი კედელი იქნება, კუნდე უსერიოზულესია, არაუხო ხო სული და გულია, ბალდეც კაი ბიჭია და განაპირა მცველი გვინდა ერთი მარჯვნივ და დაცვის პრობლემა მოგვარდება რა. ნუ ცენტრში ერთი კაი საყრდენი გვინდა და კაი შემტევი და კაკ მინიმუმ ერთი ვინგერი. თქვენ რა აზრის ხართ?

  • Albicelecte
    schedule 30 ოქტ 2022, 18:45

    ათამაშდება, სინამდვილეში ძალიან ძლიერია

  • Griezzy7
    schedule 30 ოქტ 2022, 18:22

    ბუსკეცის დრო ამას მისცენ და ბევრად უკეთ ითამაშებს.

    ძირითადი – გავი-ფრენკი-პედრი
    სკამიდან – კესი და ტორე და ვსო აღარ გვინდა შენელებული კადრები გუნდში!