“ბარსელონამ” “ვალენსიასთან” შეხვედრაში ორი ცენტრალური მცველი დაკარგა – ერიკ გარსიამ და ჟიულ კუნდემ დისკომფორტის გამო მოედანი ნაადრევად, თუმცა, გავრცელებული ცნობებით, მათი დაზიანებები უმნიშვნელოა.
AS-ის ინფორმაციით, ხსენებულ ფეხბურთელებს ტრავმა არ აქვთ – მათ მხოლოდ მცირე დაჭიმულობა იგრძნეს და გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე დღე დასჭირდებათ.
წყაროს თანახმად, კუნდე და გარსია სამშაბათს პლზენის “ვიტორიასთან”, სრულიად არასაჭირო შეხვედრაში, მონაწილეობას არ მიიღებენ, ხოლო შაბათს, “ალმერიასთან” გასამართ მატჩში თამაშს შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ, დიდი ალბათობით, ლა ლიგის მომდევნო შეხვედრაში “ბარსელონას” მემფის დეპაი და ანდრეას კრისტენსენი დაუბრუნდებიან, რომლებიც გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპს გადიან. ამ შემთხვევაში, ტრავმირებულები მხოლოდ რონალდ არაუხო და სერჟი რობერტო დარჩებიან, რომლებიც, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებენ.




რიადი მოსინჯოს ჩავიმ პლზენთან
მიმდინარე წელს ფაქტიურად ორი თამაში რჩება და იმედია მერე მაინც წავალთ წინ სრული სვლით.
აი ზუსტი შეფასებაა მკვდარზევენოკი ასპროცენტიანი 😀 ოღონდ ერთი შენიშვნა მაქვს მე პლზენთანაც არ გავრისკავდი 😀
სხვა გზა არ გვაქ თორე უბნის გუნდთანაც არ არი ეგ ხალხი დასაყენებელი :დდდდრ მირჩევნია ჩადი რიადს მისცენ შანსი ბარსა ბ-დან ვიდრე ეგენი ვნახო ძირითადში
პლეზნთან ჯობია ვინმე ბარსა ბ დან დააყენოს, და საერთოდ არც ლევანა, არც პედრი, არც გავი, არც ფრენკი არ უნდა დააყენონ, იყოს ეს ბებერი ბუსკეცი, პიკე, ვინმე აკადემიიდან, და ისეთი ხალხი ვისაც ბევრი აქვს დასამტკიცებელი, სულ ლენგლეზე მკიდია მაგ თამაშს მოიგებენ თუ არა
აი ზუსტი შეფასებაა მკვდარზევენოკი ასპროცენტიანი 😀 ოღონდ ერთი შენიშვნა მაქვს მე პლზენთანაც არ გავრისკავდი 😀
პლზენთან ისედაც გადახალისებული შემადგენლობაა გასაყვანი, აქ მაინც გამოგვადგება ალონსო-პიკეს მკვდარზევენოკი დაცვის ცენტრი :დდდდდ