“ვალენსიასთან” მატჩის 74-ე წუთზე ჟიულ კუნდემ მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო და თამაშში მის ნაცვლად ჟერარ პიკე ჩაერთო.
როგორც ჩავი ერნანდესმა განაცხადა, ფეხბურთელს ტრავმის ნიშნები არ აქვს და ახლა ამას თავად ფრანგიც ადასტურებს:
ვფიქრობ, უბრალოდ კუნთი დამეჭიმა და სერიოზული არაფერია.
დღეს უკეთ თამაში შეგვეძლო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ 3 ქულა ავიღეთ.
რთული მატჩი გამოდგა, მაგრამ მოვიგეთ, რაც გუნდის ხასიათის დამსახურებაა.
შესაძლოა, ჩავიმ კუნდე “პლზენთან” შეხვედრაში დაასვენოს. “ბარსელონასთვის” კარგი ამბავი ისაა, რომ ამ კვირაში გუნდს ანდრეას კრისტენსენი დაუბრუნდება.




რა თქმა უნდა, აგერ კვარამაც დაახლოებით მატჩის იმ მომენტში მიიღო ტრავმა და არაფერიც არ მომხდარა, ისიც შემდეგ მატჩს ჩაატარებს შენსავით.
კარგია, ამიტომაა კარგი გრძელი სკამი
მიყვარხარ