კიკე სეტიენი: ბარსელონაში ფეხბურთელებს შეცვლა არ სურდათ

კიკე სეტიენი: ბარსელონაში ფეხბურთელებს შეცვლა არ სურდათ

“ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი კატალონიურ კლუბზე საუბრობს:

“ბარსაში” არსებული სიტუაცია არ მაკვირვებს, რადგან ამას ველოდი.

კატალონიაში შესანიშნავი ფეხბურთელები აღმოვაჩინე, რომლებსაც შეცვლა არ სურდათ.

ვისურვებდი, “ბარსელონა” განსხვავებულ სიტუაციაში ჩამებარებინა, მაგრამ ვიცოდი, რომ თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებდი, მათ გაწვრთნას ვეღარასდროს შევძლებდი.

“ბლაუგრანას” ჩემი კონტრაქტი ჯერ კიდევ არ აუნაზღაურებია. არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმადაც გადახდა ნაწილ-ნაწილ უნდა შესრულდეს.

სეტიენი “ბლაუგრანას” თავკაცად 2020 წლის იანვარში, ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა, მაგრამ გუნდის დატოვება მალევე, იმავე წლის აგვისტოში მოუწია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • WhichonesPink
    28 ოქტ 2022, 22:13

    აუ ეს რა ამაყი ***ეა. ძაან ჭკვიანი გონია თავი ტიპს, ამის ვილიაერალს როდის ვათრევთ ერთი სული მაქვს <3

  • nika 54
    28 ოქტ 2022, 19:17

    მერე თავმოყვარეობა არ უნდა გქონდეს, ადექი და გადადექი და ისიც თქვი პრესკონფერენციაზე ვის არ უნდოდა შეცვლა. თუ მარტო ხელფასის გულისთვის მიხვედი.

  • nikusha
    28 ოქტ 2022, 15:50

    ბარსელონა ხომ ,,ააშენა'' და ,,ააყვავა'' ახლა ვილიარეალის ჯერი დადგა