workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟი რობერტო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაბრუნდება | MD

სერჟი რობერტო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაბრუნდება | MD

სერჟი რობერტომ ბილბაოს “ატლეტიკთან” შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რომელიც სერიოზული ჩანს.

“ბარსელონას” ოფიციალური ინფორმაციით, ესპანელმა მარცხენა მხარი ამოიგდო. 

ტრავმის სიმძიმე, როგორც ყოველთვის, ოფიციალურ დონეზე არ სახელდება, მაგრამ როგორც Mundo Deportivo იტყობინება, რობერტო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაბრუნდება. 

მუნდიალი 18 დეკემბერს სრულდება, ლა ლოგა კი 30 დეკემბერს განახლდება, შესაბამისად, შესაძლოა, 30 წლის უნივერსალი მიმდინარე წელს მინდორზე ვეღარ ვიხილოთ.

რობერტოსთან ერთად, ტრავმირებულები რონალდ არაუხო, ანდრეას კრისტენსენი და მემფის დეპაი არიან. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 24 ოქტ 2022, 15:52

    არადა არ უთამაშია ცუდად, მეგონა გვეშველა თქო და მიუჯდა დანარჩენებს გვერდით.

  • Clever liar
    schedule 24 ოქტ 2022, 12:46

    შრომას რო ვერ დაუკარგავ რა, რაც იცის იმას ყოველთვის ბოლომდე რო დებს მინდორზე თორე როჟა ალვეშზე დიდ ხანს თამაშობს ბარსელონაში ალვეშისვე პოზიციაზე, ტიპმა მესი, ჩავი-ინიესტა გააცილა მოედნიდან და აზრზე არაა მიახლოებითაც კი იმ ვირტუოზების ფეხბურთის. ეს იმის ფონზე რო თვითონაც ყოველთვის ყველა პოზიციის ვირტუოზად ითვლებოდა თორე შესადარებლად რობერტო რო იმათთან არ უნდა მოიყვანო კაცმა გმადლობთ, თავადაც ვიცი :)))

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 24 ოქტ 2022, 10:05

    ციტატა: BaRCeLoNiSiMOo
    ცოდოა მარა ძალიან ცუდი მცველია, ჩაწოდება ნოლი, ფლანგს ვერ აკონტროლებს, ბევრ შეცდომას უშვებს…. ერთადერთი რაც აქვს ისაა რო ბურთის ამოტანა შეუძლია სწრაფად და ერთი შეხებით კარგად თამაშობს მაგრამ ეგ არის მარჯვენა მცველისთვის მეასეხარისხოვანი…. როგორ უნდა გაგიხარდეს შენი გუნდის ფეხბურთელის ტრავმა მაგრამ მიხარია ნამდვილად ამის საცოდაობას რო ვერ ვნახავ მინიმუმ მუნდიალამდე….


    ხოდა ახლა მოგიწევს ბალერინის საცოდაობის ყურება ანკიდევ არაუხო კუნდედან ერერთის ტანჯვა მარჯვენა ფლანგზე.. ვინც გვყავდა ამ პოზიციაზე სემედუ დესტი რომელი ჯობდა რობერტოს? ვარსკვლავებს არ წყვეტს მაგრამ ისეც არაა როგორც აქ აგინებენ, სად გინახავთ სერხი ბოლომდე არ დახარჯულოყოს?

  • CuleTillIDie
    schedule 24 ოქტ 2022, 03:33

    მეცოდება ეს კაცი. სულ სხვა პოზიციისთვისაა შექმნილი და მარჯვენა მცველობას აბრალებენ. იქნებ სულ სხვანაირად წასულიყო მისი კარიერა თავის პოზიციაზე, ნახევარდაცვაში რო ეთამაშა. ბოლო წლებში ტრავმიანობაც დაემატა. კლუბიც გულით უყვარს, დასარჩენად ხელფასი შეიმცირა და ერთი ისტორიული მომენტიც გვაჩუქა.

  • BaRCeLoNiSiMOo
    schedule 24 ოქტ 2022, 03:14

    ცოდოა მარა ძალიან ცუდი მცველია, ჩაწოდება ნოლი, ფლანგს ვერ აკონტროლებს, ბევრ შეცდომას უშვებს…. ერთადერთი რაც აქვს ისაა რო ბურთის ამოტანა შეუძლია სწრაფად და ერთი შეხებით კარგად თამაშობს მაგრამ ეგ არის მარჯვენა მცველისთვის მეასეხარისხოვანი…. როგორ უნდა გაგიხარდეს შენი გუნდის ფეხბურთელის ტრავმა მაგრამ მიხარია ნამდვილად ამის საცოდაობას რო ვერ ვნახავ მინიმუმ მუნდიალამდე….