ცნობილია, ვინ ვის მისცა ხმა რაიმონ კოპას ჯილდოზე. ეს France Football-ის ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზია, რომელიც ცოტა ხნის წინ გავის გადაეცა.
გამარჯვებულს “ოქროს ბურთის” მფლობელები ავლენენ, რაც ამ ჯილდოს მნიშვნელობას ზრდის.
წელს ხმა “ოქროს ბურთის 23-მა გამარჯვებულმა მისცა. მათგან რვამ პირველ ადგილზე გავი დაასახელა, ექვს-ექვსმა მუსიალა და კამავინგა, ხოლო სამმა ბელინგემი.
გავი პირველ ადგილზე თავისი ქვეყნის ერთმა წარმომადგენელმა დააყენა, ანუ დანარჩენი 7 პირველი ადგილი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან მიიღო. ამ მხრივ მეორე ადგილზეა კამავინგა, რომელსაც პირველი ადგილი სხვა ქვეყნის 5 წარმომადგენლისგან შეხვდა. მუსიალა პირველ ადგილზე მხოლოდ სამმა არაგერმანელმა დააყენა, ხოლო ბელინგემი ორმა არაინგლისელმა.
პირველი ადგილი 5 ქულას ნიშნავს, მეორე სამს, ხოლო მესამე ერთს.
საბოლოოდ ქულები ასე გადანაწილდა:
- გავი – 59
- ედუარდო კამავინგა – 51
- ჯამალ მუსიალა – 47
- ჯუდ ბელინგემი – 31
ვინ ვის მისცა ხმა:
და კრისტიანო რატომ მოტეხეს?!
ფიგუ თუ რამეში აჯობებდა რონალდინიოს როგორ წარმოვიდგენდი, მაგრამ აბატონო-ფაქტი სახეზეა
ეტყობა ციხემ მაინც დაუტოვა რაღაც-ქლიავს რომ შეიცავს
Roni xeli moisvi bidzi ,sameulshic ar sheiyvana am chemaalam.
თითქმის ყველას ხმებში შეიმჩნევა მიკერძოება, ამიტოა იდიოტური ფორმატი. ზიდანი და მოდრიჩი დედის სისხლზე რო გახიო თავისიანებს, მადრიდისტებს და თანამემამულეებს შეთხრიან, გვარდიოლი არა ორსიჩი კიდე. აქედან კიდე თუნდაც ლეო, ნუნუ მედნეშს აძლევს ხმას იმიტომ რომ თანაგუნელია. არგენტინელი არავინ იყო ნომინირებული თორე… ყველა ეგრეა რა. გერმანელები ხო საერთოდ. ისე ჩესნად რო ვთქვა მე პირადად გავის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად მუსიალა ამ სასტავიდან ყველაზე მეტად მევასება, უკვე ბაიერნის ლიდერია.
ბეკენბაუერი, რუმენიგე და მათეუსი რა ბოღმები არიან 🙂 ჯერ ვიცინე და მერე შემეცოდნენ.
ქეთინომ რატო არ მისცა ხმა? მოდრიჩი მაგარი ძმაა, გვარდიოლი თუ გონია ყველაზე თესლი რავი ძმაო
გავი ვინაა თუ იცის ჯერ ეგ კითხეთ რონალდინიოს :დ
ნეპოტიზმია ჩვეულებრივი😏 ვისაც სად უთამაშია იმ გუნდის ფეხბურთელს აძლევს ხმას. რონალდინიო რამ გამოამაგუაერა საკითხავია😂
Ronaldinho chaichra culeobashi, gavi sameulshic ar sheiyvana…
daberda namwtani alvat ukve😄😄😄😄😄
გერმანელები როგორ თავისიანებზე არიან დაგეშილები.