სუპერ ლიგის კანონიერების საკითხი გარკვეული ჯერ არაა, მაგრამ ორგანიზატორები პირველი ჩემპიონატის თარიღზე უკვე ფიქრობენ.
ცოტა ხნის წინ კომპანია A22 Sports Management-ის ახალ გენერალურ დირექტორად ბერნდ რაიხარტი დაინიშნა. ეს კომპანია კი იმისთვისაა შექმნილი, რომ სუპერ ლიგას ორგანიზება გაუწიოს.
თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ბერნდ რაიხარტმა Financial Tiimes-ს ინტერვიუ მისცა.
ტურნირის 2024/25 წლების სეზონში დაწყება? ეს მისაღებია.
მჯერა, რომ ევროპული ფეხბურთისთვის მისაღები ფორმატის შესაქმნელად აქტიურ დიალოგს დავიწყებთ. გვინდა, ჩვენი ხედვები გავაფართოოთ. ჩვენი იდეა გულშემატკივრებსაც მოეწონებათ. მუშაობას სუფთა ფურცლით ვიწყებთ, ფორმატი დაბრკოლება ვერ იქნება.
არსებობს ჩამოყალიბებული იდეა, რომ ტურნირი იყოს ღია ფორმატის, მუდმივი წევრების გარეშე. გვაინტერესებს, არსებობს თუ არა კონსენსუსი იმ პრობლემებზე, რომლებიც ევროპულ ფეხბურთს აქვს.
ევროპული ფეხბურთისთვის ბრძოლა სასამართლოში მიმდინარეობს. გადაწყვეტილებას დეკემბრის შუაში ველით, მაგრამ გასაჩივრების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, 2023 წლის დასაწყისამდე გადაიწევს.
სწორედ ევროსასამართლო გადაწყვეტს, რა მიმართულებით განვითარდება მომავალში ევროპული ფეხბურთი. სასამართლო ან დაადგენს, რომ UEFA მონოპოლისტი არაა და არსებობის უფლება სუპერ ლიგასაც აქვს, ან UEFA-ს უფლებას მისცემს, “ბარსელონა”, “რეალ მადრიდი” და “იუვენტუსი” სუპერ ლიგის პროექტში ყოფნის გამო დასაჯოს.
უეფა ყელში ამომივიდა მეც და უმრავლესობა ფანებსაც მაგრამ ესენი ვერ ჰქმნიან ისეთ პროექტს რომელიც კონკურენციას გაუწევს, თავიდან ვაფშე ისეთი ფორმატი იყო რომ მეგობრობა იმარჯვებდა, ახლა თითწოს დახვეწეს მაგრამ რავიცი☹, ჩემპიოთა ლიგის ფორმატი იცვლებაო რომ დაიწერა და ის ფორმატი რომ ვნახე ძაან საზიზღობა იყო, ხოდა ამათმა იფიქრონ კარგად, გააკეთონ კარგი პროექტი და გავკარი უეფას თავისი მოსყიდული მსაჯებით, ღლეობა ფინანსური წესებით და უკვე უაზრო ფორმატით
არსებობს ჩამოყალიბებული იდეა, რომ ტურნირი იყოს ღია ფორმატის, მუდმივი წევრების გარეშე.
თუ ეს მართლა ასე გადაწყვიტეს და იქ მოსახვედრად რამე კონკრეტული პირობები დააწესეს, დიდი ეჭვი მაქვს როგორც ლიგის ჯგუფიდან ვერ გავდივართ ისე ვერც მანდ მოვხვდებით შერჩევის პირობებში.
ჯობია ბიზნესი იყოს ვიდრე ერთი კაცის ხუშტურებს ვუყუროთ სამყაროს კერძოდ კი ჩეფერინის და მისი დამპალი ორგანიზაციის…. სუპერ ლიგა ახალი ფურცელია და ჩემპიონთა ლიგა როდესაც დაარსდა შავბნელი დასაწყისივე ჰქონდა უკვე რეალის 5 თასი და მე6 7 წელში დასაწყისი გადასარევია ხოო?? ხოდა 21 თე საუკუნეში ახალი ფურცლის დაწყება უფრო ჩესი რომ იქნება ფაქტია
მეტი რაღაუნდა დასაჯონ, ამდენი არდადებული პენალტი, ჯგუფში ჩარჩენა და ფინანსური ზარალი. უეფა მონოპოლისტია, უბრალოდ ამათმა იმდენად უაზრო ფორმატით წარმოადგინეს პროექტი თავიდან, ხალხს ისევ უეფას საზიზღრობების ყურება ერჩIვნა, აწი რას იზამენ სხვა საკითხია.
ფეხბურთი გახდა ბიზნესი.