workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის რუბიალესი: ლაპორტას ვუთხარი, რომ შეცდომა დაუშვა

ლუის რუბიალესი: ლაპორტას ვუთხარი, რომ შეცდომა დაუშვა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა Cope-სთან ინტერვიუს დროს რამდენიმე ისეთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, რომელიც “ბარსელონას” უკავშირდება.

ერთ-ერთი ჟოან ლაპორტასთან სატელეფონო საუბარი იყო. წაგებული “ელ კლასიკოს” შემდეგ ჟოან ლაპორტა მსაჯების ოთახში ჩავიდა და მათგან განმარტებებს ითხოვდა, რაც დაუშვებელია.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტები მირეკავენ ხოლმე და VAR-თან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამენ. ლაპორტას გუშინ ვესაუბრე. მან იცის, რომ მსაჯების ოთახში ჩასვლა კარგი საქციელი არ იყო. მას ვუთხარი, რომ ამ საქციელით მან შეცდომა დაუშვა.

რუბიალესმა კომენტარი ჟერარ პიკესა და მის კომპანიაზეც გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ფედერაციას პიკეს კომპანიისთვის ქვეყნის სუპერ თასის ორგანიზებისთვის ერთი ევროც კი არ გადაუხდია:

4 მილიონი საუდის არაბეთმა გადაიხადა, არა ფედერაციამ. პიკესთვის ერთი ევროც კი არ გადაგვიხდია. ეს ამბავი სკანდალური სათაურებით გავრცელდა, თითქოს სუპერ თასი საუდის არაბეთში იმიტომ გადავიტანეთ, რომ პიკეს საკომისიო მიეღო.

რუბიალესი გუშინ გამართულ France Football-ის დაჯილდოებას არ დაესწრო. ვრცელდება ხმები, რომ მას ალექსია პუტელიასთან კონფლიქტი აქვს, რაც პრეზიდენტმა ასევე უარყო:

მსგავსი არაფერი. მას მივულოცე. მისი ტრავმის გამო ვწუხვარ.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • El pistolero 9
    schedule 19 ოქტ 2022, 13:08
    #3

    ისე მეც მგონია რო ლევანდოვსკიზე უფრო არ იყო პენალტი. რო დაედო ექნებოდა საფუძველი, მაგრამ უფრო არ დასადები იყო. აი ლიგაზე რაც გვიქნეს ეგ იყო თავიდან ბოლომდე მარაზმი

  • akaki
    schedule 18 ოქტ 2022, 20:48
    #2

    მოიხსენით ეგ ნიღბები.რას მაიმუნობთ.კლოუნებივით გამოიყურებით.ფუუ თქვენ

  • nika 54
    schedule 18 ოქტ 2022, 15:19
    #1

    რუბიალესი გუშინ გამართულ France Football-ის დაჯილდოებას არ დაესწრო. ვრცელდება ხმები, რომ მას ალექსია პუტელიასთან კონფლიქტი აქვს,
    ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს რა კონფლიქტი უნდა ჰქონდეს პუტელიასთან? სთხოვა და უარი მიიღო თუ რა.