“რეალ მადრიდის” ყოფილი პრეზიდენტი რამონ კალდერონი მოახლოებულ “ელ კლასიკოზე” საუბრობს.
“ბარსას” დიდებული გუნდი ჰყავს. ახალგაზრდა ფეხბურთელებს დიდი მომავალი აქვთ, ლევანდოვსკი კი გუნდს გამოცდილებას მატებს. ის არის თავდამსხმელი, რომელსაც ბევრი გოლის გატანა შეუძლია.
ვფიქრობ, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ “ბარსელონამ” და “რეალ მადრიდმა” ჩემპიონობისთვის იბრძოლონ. ეს ამ ორ გუნდს საუკეთესოს ხდის.
“ბარსა” ახალი პროექტია და მარტივი არაა, ყველა ნაწილი რამდენიმე თვეში ერთმანეთთან იდეალურად შეერთდეს. თუმცა “ბლაუგრანას” უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს და ამ გუნდს სწორი რეაგირება შეუძლია. “ბარსას” მშვენიერი გუნდი ჰყავს და მას შეუძლია, “რეალ მადრიდთან’ იდეალურად მოიგოს, როგორც ეს გასულ სეზონში გააკეთა.
ლაპორტასთან დაკავშირებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან კარგი პრეზიდენტია. წარსულში ის ძალიან კარგად მუშაობდა. ლაპორტა ჭკვიანი ადამიანია და მან ძალიან კარგად იცის, როგორ მუშაობს მსოფლიო ფეხბურთი.
დარწმუნებული ვარ, ლაპორტა “ბარსელონაში” სიტუაციის შემობრუნებას შეძლებს და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი, რაც მან გააკეთა, კლუბისთვის საუკეთესო გზა იყო.
ეს ალბათ პერესის ოპოზიციაშია.
ბარსელონას კლასიკოში შარშანდელივით მოგება შეუძლია..
როგორც ამბობენ "შენს პირს შაქარიო" და მარმელადსაც მოვაყოლებთ კულეები..::დდდდდ
=========
დასაფასებელი სიტყვებია + სრული სიმართლე