“რეალის” ყოფილი პრეზიდენტი რამონ კალდერონი ლიონელ მესის “ბარსელონადან” სავარაუდო წასვლის შესახებ კომენტარს აკეთებს.
“ეს ყველაფერი ჩემთვის შოკისმომგვრელია, რადგან ვფიქრობდი, რომ მესის კარიერის “ბარსელონაში” დასრულება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. თუმცა, როგორც ჩანს, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მასზე იმოქმედა და მანაც კლუბის დატოვება გადაწყვიტა.
აშკარაა, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მესის იმედგაცრუება გამოიწვია. უცნაური პერიოდია, რადგან ის გამარჯვებულია, როგორიც ადრე იყო “ბარსელონა”. რა თქმა უნდა, “ბაიერნთან” მარცხმა მასზე ძალიან იმოქმედა. ამის გამო ის საკუთარ მომავალზე დაფიქრდა.
მესის წასვლა ლა ლიგისთვის ძალიან მკტკივნეული იქნება. ძალიან გაგვიმართლა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენს ლიგაში მესი და რონალდუ თამაშობდნენ, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები.” – ციტირებს კალდერონის სიტყვებს Goal.