workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიბო კურტუას ელ კლასიკოში თამაში თითქმის გამორიცხულია

ტიბო კურტუას ელ კლასიკოში თამაში თითქმის გამორიცხულია

“ბარსელონას” მსგავსად “ელ კლასიკოს” “რეალ მადრიდიც” სერიოზული საკადრო პრობლემით ხვდება.

კატალონიელებისგან განსხვავებით მადრიდელებს მხოლოდ ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. საუბარი ტიბო კურტუაზე გვაქვს.

ბოლო წლებისგან განსხვავებით ამ სეზონში “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” ორ-ორი მაღალი დონის მეკარე არ ჰყავთ. ესპანური გრანდები ტერ შტეგენისა და კურტუას იმედად არიან და თუ პირველი მეკარე ტრავმირებული ან დისკვალიფიცირებული იქნება, გუნდს სერიოზული პრობლემა შეექმნება. სწორედ ასეთ მდგომარეობაშია “რეალ მადრიდი”.

კურტუამ საჯდომის ნერვის ტრავმა 29 სექტემბერს მიიღო. თავდაპირველი პროგნოზით ის მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებდა, “ელ კლასიკოსთვის” კი სრულ მზადყოფნაში იქნებოდა. მას შემდეგ “რეალ მადრიდმა” 4 თამაში გამართა და კურტუა ისევ ტრავმირებულია.

Relevo-ს ცნობით 30 წლის მეკარემ გუნდთან ერთად ვერც დღეს ივარჯიშა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზეგ გასამართ “ელ კლასიკოში” მისი მოედანზე ხილვა თითქმის გამორიცხულია.

“ბარსელონას” არაუხო, ბელერინი, კრისტენსენი და დეპაი არ ეყოლება. დიდი ალბათობით დაბრუნებას მოასწრებს ჟიულ კუნდე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nikusha
    schedule 16 ოქტ 2022, 00:07
    #9

    ლუნინი ჩადგება კარებში და უნდა ამოვტენოთ

  • me da barca
    schedule 15 ოქტ 2022, 16:06
    #8

    ამის არყოფნა, რომ პრობლემაა რეალუსთვის ამას არ უნდა ლაპარაკი. ლიგის ფინალი თითქმის ამ ცხვირბანჯგვლას დამსახურებაა.

  • akaki
    schedule 15 ოქტ 2022, 13:04
    #7

    Kingleo10,
    ამაზე უფრო ბენზემა რომ იყოს ტრავმირებული ის მირჩევნია.შენი თქმის არ იყოს ბარსასთან არასდროს უფრენია კურტუას …მესი შესაწვავი შამფურზე წამოცმული გოჭივით ატრიალებდა აქეთ -იქეთ.😂

  • Kingleo10
    schedule 14 ოქტ 2022, 23:42
    #6

    დიდად არასდროს უფრენია ჩვენთან კაცმა რომ თქვას :DDd

  • EL MAESTRO 6
    schedule 14 ოქტ 2022, 22:28
    #5

    ციტატა: Fc Barca Batumi
    ამ წყობაზე რას იტყვით:
    შტეგო
    კუნდე-გარსია-ალონსო-ალბა
    კესიე-ფრენკი-პედრი
    რაფინია-ლევანდოვსკი-დემბელე.
    არადა დემბო რაფოს მხარეს უფრო პროდუქიულია!
    აბა აქეთ ტორესი გინდ გვყოლია და გინდ არა!
    ფატი დაშვებული საბურავი გახდა!
    ბუს ნახატი თუ გადაგვარჩენს!


    ეგ უნდა იყოს ჩემი აზრით მთელი სეზონი ( არაუხო და ბელერინიც)

  • nika 54
    schedule 14 ოქტ 2022, 17:36
    #4

    თორემ ამისთვის ცოტა გვაქვს გატანილი რა გაზაფხულზე, გამოღებას რო ვერ აუდიოდა ეს არ იყო? დაჟე ტორესმა გაუტანა.

  • Fc Barca Batumi
    schedule 14 ოქტ 2022, 16:16
    #3

    ამ წყობაზე რას იტყვით:
    შტეგო
    კუნდე-გარსია-ალონსო-ალბა
    კესიე-ფრენკი-პედრი
    რაფინია-ლევანდოვსკი-დემბელე.
    არადა დემბო რაფოს მხარეს უფრო პროდუქიულია!
    აბა აქეთ ტორესი გინდ გვყოლია და გინდ არა!
    ფატი დაშვებული საბურავი გახდა!
    ბუს ნახატი თუ გადაგვარჩენს!

  • ჯიმიბარსა
    schedule 14 ოქტ 2022, 15:42
    #2

    ვახ ბიჯოოო, არაუხო გვყავდეს და ისევ მოვუგებდით რეალს,
    შტეგენი, რობერტო, კუნდე,გარსია, ბალდე, კესიე, დე იონგი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.
    ხავი ალბათ კესიეს და დე იონგს დააყენებს.

  • La Pulga10
    schedule 14 ოქტ 2022, 15:41
    #1

    ხოდა უბათქუნონ კარში.გაისწორე დაარტყი რა,ლელო უნდა დადონ მაინცდამაინც ტვინი მოიხნა.