წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 3 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
3 სექტემბერს “ბარსელონამ” 9 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 7 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს.
1934 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფრანგი ნახევარმცველი და მწვრთნელი ლუსიენ მიულერი. 1965-68 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 80 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. კატალონიურ გუნდში თამაშის დროს მიულერმა 1 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) და 1 ესპანეთის თასი მოიგო. 1978/79 წლების სეზონში ის “ბარსას” მთავარი მწვრთნელი იყო.
1959 წელი
“ბარსელონამ” ჩემპიონთა თასზე (ამჟამინდელი ჩემპიონთა ლიგა) ისტორიაში პირველი თამაში ჩაატარა. 1/16 ფინალის პირველ მატჩში კატალონიელები სოფიის ცსკა-ს სტუმრად დაუზავდნენ, 2-2.
1972 წელი
“კამპ ნოუს” გამომცხადებელმა, მანელ ვიშმა კატალონიურ ენაზე პირველი განცხადება გააკეთა: “დაიკარგა ბავშვი, რომელიც დიდი ტრიბუნის შესასვლელთან იცდის”. ამან ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენლის, ტომას გარიკანო გონის განრისხება გამოიწვია და მან მომხდარის ახსნა-განმარტება მოითხოვა.
1988 წელი
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იოჰან კრუიფის ოფიციალური დებიუტი შედგა. ლა ლიგის პირველ ტურში მისმა გუნდმა “ესპანიოლი” 2-0 დაამარცხა. გოლები რობერტ ფერნანდესმა და დებიუტანტმა ჩიკი ბეგირისტაინმა გაიტანეს.
2003 წელი
რონალდინიომ “ბარსელონას” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ეს “კამპ ნოუზე” გამართულ პირველივე შეხვედრაში მოხდა, როდესაც კატალონიელებმა “სევილიასთან” 1-1 ითამაშეს.
ამ მატჩში “ბარსელონას” მაისურით რაფა მარკესის ოფიციალური დებიუტი შედგა.
2008 წელი
80 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ლეგენდარული მცველი ჟოან სეგარა.
სადებიუტო გოლიც ეგეთი უნდა ბლიინ ეს რა გაიტანა. სტადიონზე ხალხის ოვაციები ნახე
3 სექტემბერს "ბარსელონამ" 7 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 5 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს.
კარგია რო გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა. ადრე ასე წერდით: კატალონიელებმა 5 მოიგეს 2 ფრედ დაასრულეს და 0 წააგეს.
სადებიუტო გოლებს შორის საუკეთესო გოლი👌