ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
გულშემატკივრებმა ერთხმად ტერ შტეგენი (99%), ერიკ გარსია (97%), პედრი (99%) და ლევანდოვსკი (100%) აირჩიეს. მესამედ მოხდა, რომ ფეხბურთელმა 100% მიიღო და მესამედაც ლევანდოვსკიმ. შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 43% ბალდემ მიიღო.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “ინტერთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – რობერტო, გარსია, პიკე, ბალდე – ბუსკეტსი, პედრი, გავი – დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.
რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 2-0 მოიგებს.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.




არც პიკეს და არც გარსიას სირბილი არ დასჭირვებიათ, ადგილზე დგომით აჩუქეს ინტერს 2 გოლი.
0:0
მთავარია მოვიგოთ და ნაადრევად არ დაიწყონ თავის შენახვა ელ კლასიკოსთვის… რთული თვე გვაქვს ძაან მაგრამ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ…
დეპაი მაინც იყოს ჯანმრთელი სვარშიკებთან მაგის ტექნიკურობა გამოგვადგებოდა
მოკლედ დღეს მოვემზადე ლუდი რაღაც ოქეთ აქეთ და Dიდი იმედი მაქვს კაი თამაშს ითამაშებენ და მოვიგებთ ლამაზი ფეხბურთით, წარმატებები ბიჭებს. ❤️❤️❤️
დღეს მაინც ჩაატარონ ბიᲭო ნორმალური თამაში არავინ ამბონს რომ ძაან მაგარი იყოს ლიჯბი მოიგონ და წესიერად ითამაშონ ფორმაში უნდა ჩადგეს თორე რეალთან გაჭირდება
საიტზე განწყობას ვერ ხვდავ, თუ ვერ მოვიგეთ დიდი შანსია ჯგუფში ჩარჩენის… გამოვცოცხლდეთ ცოტა
კაია ოპტიმიზმი, მაგრამ 2-1 კიდევ შეიძლება, 2-0 არამგონია. ინტერი ისეთ კონტრშეტევებზე წამოვა არამგონია გარსია და პიკე მაგათი დამწევები იყვნენ. საკმაოდ ზევით იქნება თან ალბათ ასული გუნდი და კონტრშეტევებზე როგორ გვიჭირს ყველამ იცის, ყვითელი თუ არ ავიღეთ ისე ვერ ვაჩერებთ. მე პირადად რეალისტურად შევხედავ და ვიტყვი რომ ფრე მგონია ეს თამაში და გადავალთ ევროპა ლიგაზე. არ დამიწყოთ რანაირი ფანი ხარო და თუ არ გინდა რას გულშემატკივრობო და ასე შემდეგ. ძალიან მინდა, რომ ჯგუფიდან გავიდეს ბარსა, მაგრამ რეალურად მიყვარს რომ შევხედო რაღაცეებს და ბოლოს რა თამაშებიც აჩვენეს მაქედან ფრე მაქსიმუმია. საკმაოდ გამიხარდება თუ გამაოცებენ და 2-0, 3-0 მოიგებენ მაგრამ არამგონია, ვნახოთ.
Okay