workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დე იონგმა ვარჯიში განაახლა

დე იონგმა ვარჯიში განაახლა

ESPN-ის ბარსელონელი ჟურნალისტის, მოი ლიორენსის ინფორმაციით, ფრენკი დე იონგმა გუნდთან ერთად ივარჯიშა.

ნიდერლანდელმა ტრავმა სანაკრებო პაუზაზე მიიღო და წინასწარი გათვლებით გუშინდელ შეხვედრაში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ფრენკი განაცხადში ვერ მოხვდა. სავარაუდოდ, დე იონგი მომდევნო ოთხშაბათს, “ინტერთან” განმეორებით თამაშში დაბრუნდება.

ნიდერლანდელის გამოჯანმრთელების მიუხედავად, “ბარსას” კვლავ ბევრი ტრავმირებული ჰყავს. კლუბის ლაზარეთში ექტორ ბელერინი, რონალდ არაუხო, მემფის დეპაი, ჟიულ კუნდე და ანდრეას კრისტენსენი რჩებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • ikamach
    schedule 05 ოქტ 2022, 21:45

    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი

    ციტატა: M10 S9 D11
    როგორ გვაკლია ცენტრში ფრენკი


    აბა რა როცა ფრენკი გვყავდა ქავას ქვაზე არ ვტოვებდით არავისაგან


    ყველას თავის აზრი აქვს რა თქმა უნდა, მეც ძაან მომწონს დე იონგი, დღეს ბარსას ცენტრში ბუსკეცის გრდა ბურთის დაჭერა არც პედრიმ იცის და მითუმეტეს არც გავი , ეს ბუსკეცი დაბერდა და სიმართლე გითხრა რო იცი ბუსკეცი ბრდღვნოდა ადრეო, კი ბატონო, მაგრამ ვინ ყავდა გვერდზე ხავი და ინიესტა, წინ მესი და ეხლა ვინ ყავს დეიონგს გვერდზე ბებერი ბუსკეცი, ორი ბავშვი, კი ბატონო ნიჭიერები, მაგრამ ორივე ბავშვი, მაგ ასაკის ბავშვებს ბარსას ძირითადში არავინ არ მიასუნინებდა, ეხლა კიდევ ძირითადის წევრები არიან, პირველ წელს თუ გახსოვს დეიონგს სულ საუკეთესოს ასახელებდნენ, რეალთან ეგ იყო რო მოდრიჩს ფეხი არ გაანძრევინა, მაგრამ რად გინდა ხან მცველად ათამაშეს და ხან თავდამსხმელად, ტიპს თავისი განსაზღვრული ადგილი არა აქვს, როცა ფეხბურთელები კარგად თამაშობენ ნაკრებებში და გუნდში ვერ ან პირიქით ესაა მწვრთნელის ბრალი, მესი ბრდღვნიდა ბარსაში და ნაკრებში ნოლი იყო, ესეიგი მესიზეც უნდა გვეთქვა კაპიკად არ ვარგაო?

  • M10 S9 D11
    schedule 05 ოქტ 2022, 19:24

    როგორ გვაკლია ცენტრში ფრენკი

  • nika 54
    schedule 05 ოქტ 2022, 17:53

    მოკლედ მოედანზე გასაყვანი ხალხი აღარ დაგვრჩა რა.

  • .Gladiator.
    schedule 05 ოქტ 2022, 17:36

    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი

    ციტატა: .Gladiator.
    აზრი? ისევ პედრი ბუსკეცი გავის დააყენებს ჩვენი ყატარელი გვარდიოლა


    ამ სეზონში ლა ლიგაში მხოლოდ ერთი გოლი აქვს ბარსელონას გაშვებული და ის ერთი გოლიც პირადად ამის შეცდომით გავუშვით სტუმრად რეალ სოსიედადთან. პირადად აჩუქა სოსიედადს ის გოლი. ხავის შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდე მაგრამ, ამის შემთხვევაში ვეთანხმები. საყრდენზე ღლაპი პედრიც და აგვიც ახლავე აჯობებს ამას. სადმე რამე გააკეთა და დაუმსახურებლად არ ათამაშებს ხავი???? მარტო ჩავი???? ჩავის გარდა ვალვერდეც, სეტიენიც, კუმანიც და ახლა უკვე ჩავიც ესეიგი ყველა მწვრთნელი ტყუოდა ამ შენ დე იონგათან და ყველასთან მართალი დე იონგი იყო ჰო???? ამასტან მიმართებაში ვეთანხმები ჩავის რაც ბარსაში არის ამის ღირებული გაკეთებული არავის უნახავს და ამის გადამკვდარი ფანიც კი ვერ გაიხსენებს რაიმე ერთ ღირებულს მაინც რაც ამან ტავის ბარსელონურ კარიერაში გააკეთა. დაინახა ჩავიმ რომ ბენფიკთან და აინტრხატთან უმნიშვნელოვანეს მომენტებში ვერაფერი ქნა და დაიკარგა და ამჯობინა 100 წლის ბუსკეტსი და რო რამე ბუსკეტსს რაიმე მოუვიდეს მის შემცველად ადგა და კესი მოიყვანა იმდენად არ ენდობა ამ შენ სლე იონგს. 😁😁😁😁😁


    კაი ჯიგარო ვუყუროთ მაშინ ბუსკეცის და ბავშვების საცოდაობას
    დე იონგი და კესი რო ყავს და მაინც ამ ტრიოს ათამაშებ ეგ რანაირად უნდა მოგწონდეს ფეხბურთის ყურება თუ გუშინ არ დაგიწყია და რაღაც უაზრო აბსტრაქტული სისულელეებით არ გაქ თავი გამოტენილი არ ვიცი
    დე იონგმა რა შეცდომაც სოსიედადთან დაუშვა ეგეთი ბუსკეცს იმდენი აქ გაკეთებული მაგდენი შეიძლება თვლა არ იცოდეს 😃
    და ჩალჰანოღლუს გუშინდელ გოლსაც შეხედე და დააკვირდი ვისი ბრალი იყო
    მერე გავის თამაშებს გადახედე და თუ კიდე იტყვი რო დე იონგი ძირითადის ფეხბურთელი არ უნდა იყოს მაშინ არც ახლა გესმის ფეხბურთი და დიდი შანსია მომავალშიც ვერაფერი გაუგო

  • Robert lewandovski
    schedule 05 ოქტ 2022, 17:34

    ისე დიბალას ვარიანტს რატო აუარეს გვერდი? უფასოდ მაგ დონის იგროკის დათრევა არ იქნებოდა ცუდი, იდეაში არ მგონია ცუდად ეყომარა.

  • azulgerana
    schedule 05 ოქტ 2022, 17:22

    ეს ინფორმაციებია რითიც სამარცხვინო წაგებიდან ყურადღებას გვაფანტინებენ, აშკარად ბაიერნთან და ინტერთან სამარცხვინო წაგების შემდეგ მსაჯს აბრალებენ ორივე წაგებას, გამოდის რომ პენლების ხარჯზე უნდა გუნდს მოგება და სხვა გამოსავალი არ არის? დე იონგის ვარჯიში უკვე მაგრა კიდია ხალხს შედეგი უნდა ნახოს ხალხმა შოუ დადგან რის გამოც ფულს იხდის მაყურებელი თორე ეგეთი ბარსა ნაპოლიც არის და არსენალიც, რომ შეადარო ბარსას ფეხბურთელები და არსენალის სიცილით მოკვდები ადამიანი საკას როგორ ადარებ დემბელეს და ფატის, გრანტ ჰაკას როგორ ადარებ პედრის და გავისო. შედეგს კი ხედავთ დაუმარცხებელი სერია აქვთ

  • tbilisi
    schedule 05 ოქტ 2022, 17:21

    ჩემი აზრით გავის ბოლო 20-მაქსიმუმ 30 წუთი თუ ათამაშებს უფრო გაიზრდება და უფრო მეტ სარგებელს მოიტანს დასვენებული რომ გამოვარდება smile
    მართლა ცოდოა ეგ ბავშვი, ყველგანაა, ყველას აპრესინგებს და მერე ენაგადმოვარდნილი დარბის აღარ შეუძლია, პატარა კი არის მაგრამ ადამიანია ეგეც, მართლა პიტბული ხომ არაა? ჯერ ძალიან ბევრი რამის სწავლა სჭირდება და დიდი იმედი მაქვს განვითარდება. ნელ ნელა უფრო კარგად და გააზრებულად ითამაშებს, თუ უფრო ცოტას ათამაშებენ.(არ ვამბობ რომ არ ათამაშონ, დრო მოუკლონ, მეორე ტაიმში უფრო შედეგიანი იქნება).

  • NAMASTE
    schedule 05 ოქტ 2022, 17:06

    ოოჰ, ეს თუ ვარჯიშობს ავშენებულვართ და ეგაა…

  • .Gladiator.
    schedule 05 ოქტ 2022, 16:56

    აზრი? ისევ პედრი ბუსკეცი გავის დააყენებს ჩვენი ყატარელი გვარდიოლა