“ბარსელონას” დამრიგებელი ჩავი ერნანდესი ლა ლიგის ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა. მან ამ ტურნირზე მწვრთნელის რანგში პირველი 18 გასვლითი შეხვედრა წაუგებელად ჩაატარა და აქამდე რეკორდსმენი ზინედინ ზიდანი უკან მოიტოვა.
რეკორდი ჩავიმ “მალიორკასთან” დღეს მოგებულ შეხვედრაში დაამყარა. თამაში მისმა გუნდმა 1-0 მოიგო. მანამდე კი იყო შემდეგი შედეგები:
- ვილიარეალი 1-3 ბარსელონა
- ოსასუნა 2-2 ბარსელონა
- სევილია 1-1 ბარსელონა
- მალიორკა 0-1 ბარსელონა
- გრანადა 1-1 ბარსელონა
- ალავესი 0-1 ბარსელონა
- ესპანიოლი 2-2 ბარსელონა
- ვალენსია 1-4 ბარსელონა
- ელჩე 1-2 ბარსელონა
- რეალ მადრიდი 0-4 ბარსელონა
- ლევანტე 2-3 ბარსელონა
- სოსიედადი 0-1 ბარსელონა
- ბეტისი 1-2 ბარსელონა
- ხეტაფე 0-0 ბარსელონა
- სოსიედადი 1-4 ბარსელონა
- სევილია 0-3 ბარსელონა
- კადისი 0-4 ბარსელონა
კუნდე და ფრენკუ იმეედია მოსალოდნელზე მალე დაბრუნდებიან, ასევე ბელერინიც საჭიროა და დაცვაში პრობლემები არ გვექნება, ისევე როგორც ცენტრში
რეკორდს რაც შეეხება ძალიან კარგია და იმედია კიდევ და კიდევ უფრო გააუმჯობესებს
ამის ადგილზე ყოფნას არ ვინატრებდი ამდენი ტრავმირებულის ფონზე რამხელა თავსატეხი აქვს ვინ როდის გამოჯანმრთელდება საკითხავია,არაუხო არა,კუნდე არა,ბელერინი არა,დე იონგი არა,დეპაი არა,რაც მოვიდა მოკლედ სულ თავსატეხი აქვს და ამდენ ტრავმირებულში და დანაკლისის ფონზე კიდევ კარგად ახერხებდა და ახერხებს გამოსავლის პოვნას.
ლა ლიგა, რაც დრო გადის უფრო და უფრო საზიზღარი საყურებელი ხდება. ლოგოზე ავტობუსი დაახატონ ჯობია.
ვალვერდემ რო ერთი სეზონი ერთი წაგებით დაამთავრა ისიც სეზონის ბოლოს, მაშინ არ დამყარდა რამე რეკორდი?
ბოლო 10 თამაშიდან 9 მოიგო თან ❤️
19 ზეც კარგად აიქაჩება თანაც მოგებით😅😅😅