ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა. ლუის ენრიკემ ამისთვის უეფას ერთა ლიგა გამოიყენა და მიუხედავად არაერთი როტაციისაა, ჯგუფი მაინც მოიგო.
პორტუგალიასთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა ისაუბრა იმ სირთულეზე, რაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის განაცხადის დასახელებას ახლავს თან და კომენტარი ანსუ ფატის მდგომარეობაზეც გააკეთა.
ეს გასაოცარი სპორტია. მოგება დეპრესიისა და მოწყენილობის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა.
იმ ფეხბურთელების სია, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა შეუძლიათ, არა 26, არამედ 40 ფეხბურთელისგან შედგება. სამწუხაროა, რომ მათი ნაწილის განაცხადს მიღმა დატოვება მომიწევს. გუნდში ყველა ის ფეხბურთელი ვერ მოხვდება, რომელსაც მე ვისურვებდი.
ანსუ ფატი? უნდა ვნახო, როგორ თამაშობს ის “ბარსაში”.
ფერან ტორეს მაინც ასი თავით ჯობია
არ უნდა ნახვა, უბრალო მაყურებელიც გრძნობს რო იმის აჩრდილია რაც იყო. ეტყობა ცოტა გაიწელება ამის რეაბილიტაცია.
თამაშს კიარა სამედიცინო შემოწმებას დაუკვირდით. კიდევ არაა ძველ კონდიციებში და ტყუილად ნუ წააწანწალებთ ძლივს მოიშუშა ბავშვმა ტრავმები🙄