ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ”ბარსას” მცველმა, დანი ალვესმა თამაში შეაფასა და დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა.
”მთლიანობაში ცუდი მატჩი არ იყო. დაცვაში რომ ხალხი გვაკლია, ეს ძალიან კარგად ჩანს. ორ უწყინარ სიტუაციაში, ორი სულელური გოლი გავუშვით. ჯერ რამის თქმა ძალიან რთულია. ეს ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი იყო და ამით ყველაფერს ნუ განვსაზღვრავთ. ”მილანი” სერიოზული მეტოქეა, მაგრამ მათი უპირატესობა გუშინდელ მატჩში, გამოკვეთილი არ იყო. ”ბარსა” თითქმის 90 წუთის განმავლობაში ბურთს თვითონ აკონტროლებდა.
ჩვენ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. ბიჭებმა შემდეგ მატჩებზე უნდა იფიქრონ. ადვილად უნდა დავივიწყოთ ეს ფრე და ჩვენს სხვა მეტოქეებს მივხედოთ. იმედია, გუნდში ყველაფერი მალე დალაგდება.”



