მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “მილანი”. მატჩის საუკეთესო მოთამაშე

“ბარსელონა” – “მილანი”. მატჩის საუკეთესო მოთამაშე

გუშინ, “კამპ ნოუზე” გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და იტალიის “მილანი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა არც ისე სასიამოვნოდ დასრულდა მასპინძლებისთვის. გარდა იმისა, რომ მათ გამარჯვება ვერ შესძლეს და მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ, კატალონიელებს წამყვანი ფეხბურთელი დააკლდათ. საუბარია ანდრეს ინიესტაზე, რომელმაც ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა და გუნდს 1 თვით გამოეთიშა.

მიუხედავად ყველაფრისა, მატჩი საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. “მილანელებმა” ანგარიში მსაჯის სასტვენიდან 1 წუთში გახსნეს. ამის შემდეგ ლეო მესის ბრწყინვალე გარღვევის შედეგად, იტალიელების კარი პედრო როდრიგესმა დალაშქრა, რასაც ოდნავ მოგვიანებით, დავიდ ვილიას მიერ შესრულებული ზღაპრული საჯარიმო დარტყმა მოჰყვა. მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა თამაშის დამატებით წუთებზე სილვამ თავური დარტყმით ვალდესის კარის აღება მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში