“მანჩესტერ სიტის” ბელგიელი ვარსკვლავი კევინ დე ბრუინი აცხადებს, რომ ის მესისთან თამაშსა და რონალდუსთან თამაშს შორის არჩევანი პორტუგალიელზე გააკეთებდა. ეს იმის მიუხედავად, რომ დე ბრუინს დონალდუს მესი ურჩევნია.
კევინმა მესისა და რონალდუს შორის არჩევანი 2021 წლის იანვარში გააკეთა, როდესაც ბლიც-ინტერვიუში მესი აირჩია.
ახლა კი მას ჰკითხეს, თუ რომელ ვარსკვლავთან ერთად თამაშს ისურვებდა, რაზეც ბელგიელის პასუხი ასეთი იყო:
ალბათ რონალდუს ავირჩევ, რადგან ის უფრო ტიპური ცენტრფორვარდია. მესი უფრო გამთამაშებელია. ვინაიდან მეც გამთამაშებელი ვარ, ცენტრფორვარდი მჭირდება.
ცნობისთვის, ამ მართლაც უფრო გამთამაშებელს, ვიდრე ცენტრფორვარდს, კარიერაში თერთმეტმეტრიანების გარეშე იმაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე რომელიმე ცენტრფორვარდს ან სხვა პოზიციის მოთამაშეს ფეხბურთის ისტორიაში.
ისე ამ სიტუაციაზე გოალ.ჯე-დან ამოკითხული ინფორმაციიდანაც კარგად ჩანს.
მბაპეს ამ სეზონში არც მესისთვის და არც ნეიმარისთვის საგოლე პასი არ გაუკეთებია.
„პსჟ-ს“ ფორვარდს, კილიან მბაპეს, ამ სეზონში შეტევის პარტნიორებზე არცერთი საგოლე პასი არ გაუკეთებია.
მიმდინარე სეზონში, ფრანგმა ყველა ტურნირზე გამართულ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა. 5 ლეო მესის პასით, 3 კი – ნეიმარის.]
თუმცა, სახასიათოა, რომ თავად მბაპეს არც მესისთვის და არც ნეიმარისთვის ამ სეზონში ჯერ არცერთი საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია, რაც მისი ქედმაღლურობის კრიტიკოსებს დამატებით არგუმენტებს აძლევს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ მესიმ ამ სეზონში ნეიმარს სამი გოლი გაატანინა, ბრაზილიელმა კი არგენტინელს – 2.
მართალიცაა კევინი, მესიც ფლეიმეიქერია და რონალდო კი ამ ბოლო წლებში საჯარიმოს ფორვარდი რომელმაც დროზე უნდა მოხიოს მანიუდან თორემ რაშფორდის ზამენად აქციეს ტიპი
ვერ ვხვდები რონალდუმ რა უნდა ქნას??? თუ არ ათამაშებენ როგორ გაიტანს??? იმ დანგრეულ და მიწასთან გასწორებულ მანიუში 24 გოლი და 3 ასისტი ცუდი შედეგია??? მითუმეტეს 36-37 წლის როცა არის??? 17 გოლი პრემიერ ლიგაში და 6 ლიგაზე. სადაც გავიდნენ ეგეც რონალდუს დამსახურებაა. ძაან ცოდოა კარიერის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო ალბათ მანიუში გადასვლა. იუვეზე ცუდიც კი…
ცენტრფორვარდი გჭირდება თორე რონალდუსაც თამაშში 2 გოლი გააქვს რა <3