“ბარსელონას” სპორტული დირექტორი ჟორდი კრუიფი დღეს ნიდერლანდებში, “აიაქსის” საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა.
ამ ბაზაზე ჟორდის ლეგენდარული მამის, იოჰან კრუიფის საქველმოქმედო ფონდის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც არაერთი ცნობადი სახე დაესწრო, მათ შორის რონალდ კუმანი, ფრანკ რაიკარდი და ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერიც. ღონისძიებაში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რამდენიმე ასეულმა ბავშვმა მიიღო.
ღონისძიების დროს ჟორდი კრუიფმა ჟურნალისტებისთვისაც მოიცალა:
იოჰანის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. არა მხოლოდ როგორც მამის, მწვრთნელის, ფეხბურთელის ან ადამიანის გამო. ვფიქრობ, რასაც აქ ხედავთ, სწორედ ესაა ნამდვილი იოჰან კრუფი.
ფანტასტიკურია, როდესაც ხედავ, როგორ იზრდება ფონდი მაშინაც კი, როდესაც მამა ჩვენთან აღარაა. ვფიქრობ, ამის მიზეზი ისაა, რომ ის ძალიან ბევრ ადამიანს უყვარდა და მას პატივს სცემდნენ. მის გამო ამაყი ვარ.
ჟორდიმ კომენტარი “ბარსელონაზეც” გააკეთა:
კლუბში დაახლოებით ერთი წელია, ვარ, მაგრამ ახლა ჩემი როლი უფრო აქტიური გახდა, განსაკუთრებით სატრანსფერო ფანჯრის დროს. მარტივი სიტუაცია არაა. ბევრი აზრი მოვისმინე იმ ადამიანებისგან, რომლებმაც არ იციან, თუ როგორ მუშაობს ესპანური ფინანსური ფეარ ფლეი. დანარჩენი ევროპისგან განსხვავებით ამ ქვეყანაში ძალიან მკაცრი წესებია.
შედეგად რთული პერიოდი არა მხოლოდ “ბარსას”, არამედ კიდევ ბევრ ესპანურ გუნდს უდგას. ამას ვერსად წაიკითხავთ. თუმცა ამის მიუხედავად საკმაოდ კარგი სატრანსფერო ფანჯარა გვქონდა. ამის ნახვა ჩვენს სტადიონზე ისევაა შესაძლებელი, ასევე გამოცოცხლდა მთელი ქალაქი და გულშემატკივრებმა ჩვენი პროექტის ისევ იწამეს.
კრუიფმა თანამემამულეებზე, ფრენკი დე იონგსა და მემფის დეპაიზეც ისაუბრა:
– ციტირებს ჟორდი კრუიფის სიტყვებს ნიდერლანდური NOS.
ამან მამამისის ნახევარი დონეც ვერ დადო თამაშში, მაგრამ მენეჯერობა ეტყობა აითვისა.