workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნიკოს ბარსელონას წინააღმდეგ თამაშის იმედი აქვს

ნიკოს ბარსელონას წინააღმდეგ თამაშის იმედი აქვს

“ბარსელონადან” “ვალენსიაში” იჯარით გაშვებული ნახევარმცველი ნიკო გონსალესი ადასტურებს, რომ კლუბებს შორის არსებული შეთანხმება მას “ბლაუგრანას” წინააღმდეგის თამაშს უკრძალავს.

ესპანეთში დაშვებული არაა, ფეხბურთელს მისი მესაკუთრე გუნდის წინააღმდეგ თამაში აუკრძალონ, მაგრამ “ბარსელონამ” გამოსავალს მიაგნო: კატალონიელები “ვალენსიას” ოფიციალურად არ უკრძალავენ, ნიკო “ბარსას” წინააღმდეგ გამოიყენოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში “ღამურებს” “ბარსასთვის” თანხის გადახდა მოუწევთ. იგივე სიტუაციაა “ოსასუნასა” და აბდე ეზალზულის შემთხვევაშიც.

კონტრაქტში ჩადებული პუნქტი? ეს არის თამაში, რომელში მონაწილეობის ძალიან დიდი სურვილიც მაქვს, მაგრამ “ბარსელონას” პოზიციისაც მესმის. ეს პუნქტი კლუბების მოლაპარაკების შედეგად შეიქმნა. იმედი მაქვს, კლუბები კიდევ ერთხელ მოილაპარაკებენ და თამაშს შევძლებ.

– ციტირებს ნიკოს სიტყვებს Mundo Deportivo.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Ko Ke
    schedule 21 სექ 2022, 22:16
    #5

    Ეტყობა ფიქრობს თუ ბარსას დაჭირდა ჩემს კარში გავიტანო😂

  • me da barca
    schedule 21 სექ 2022, 21:51
    #4

    რატომ უნდა გინდოდეს შენი გუნდის წინააღმდეგ თამაში ვერ ვხვდები. თუ თამაშში თავის გამოჩენა გინდა ესეიგი ბარსას უნდა ავნო. 18 გუნდია კიდევ და იქ დაამტკიცე, თუ რამე შეგიძლია.

  • CHEPE24
    schedule 21 სექ 2022, 08:57
    #3

    ნიკო კაია და თანაც ბუსკეცივით სუსტი აღნაგობის არაა ასე რომ რატომაც არა ამან რომა ჩაანაცვლოდ ბუსკეცი მომავალი წლიდან… პროსტა აქ პრაქტიკა რამდენად ექნებოდა ეგაა საკითხავი მაგრამ რავი იმედია ვალენსიაში დაიმკვიდრებს ადგილს და მუდმივი დრო ექნება გატუზოც არაა ხისთავიანი მითუმეტეს მისი მოთხოვნა იყო ნიკოს იჯარაც

  • Albicelecte
    schedule 21 სექ 2022, 02:17
    #2

    წესით ცოტა ნაწყენი შეიძლება არის, ასე თუ ისე უნდა მშობლიურ კლუბში დამკვიდრება;
    და მანამდე ვალენსიაშიც უნდა გამოიჩინოს თავი, საუკეთესო უნდა იყოს, რომ ჩავიმ მასზე გააკეთოს ფსონი;
    სად სად და შუახაზზე იცის რა არის საჭირო მაესტრომ, თამასა და სტანდარტები ძალიან მაღალია ამ ამპლუის მოთამაშისათვის

  • nika 54
    schedule 21 სექ 2022, 00:22
    #1

    რა უნდა ამას? ქულები უნდა დაგვაკარგინოს თუ რა აწუხებს. ნაწყენი ხო არ არის ბარსაზე.