“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი მარტინ ბრეითუეიტი კატალონიური გუნდიდან წასვლას იხსენებს.
გასულ ზაფხულში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” ბრეითუეიტს ემუქრებოდა, რომ თუ ის გუნდიდან არ წავიდოდა, კონტრაქტს გაუწყვეტდნენ. თავად დანიელი “ბლაუგრანადან” წასვლას ცუდად არ იხსენებს.
დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდი, რომ უნდა წავსულიყავი. ფეხბურთის თამაში მინდოდა, მწვრთნელი კი არ მენდობოდა, ასე რომ, ვერაფერს ვიზამდი. იყო მონაკვეთები, როდესაც იმედი მიჩნდებოდა, რომ რაღაცას შევცვლიდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვაანალიზებდი, რომ ეს შეუძლებელი იყო.
არ ვიცი, ადგილი ჰქონდა თუ არა შევიწროებას, მაგრამ მე არ მიგრძნია, რომ ჩემზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
დანიელი თავდამსხმელი “ბარსელონადან” იმავე ქალაქის გუნდ “ესპანიოლში” გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც 3 თამაშში უკვე 2 გოლი გაიტანა.
Როდის გამოგვადგა თუ ძმა ხარ, ამისი გადამწყვეტი გოლი მე არ მახსოვს
რომც ყოფილიყო, მაგას იტყოდა? მაგის მკადრებელია გოუთა? რად უნდა ლაპარაკი მაგას…
ჰოდა უპოვია თავისი გუნდი, გაიხაროს. ერთია ვერ ვიტყვით რო მოედანზე სირბილი ეზარებოდა თორემ ლევანდოვსკი რო არ იყო ისედაც ვიცოდით.