დღეს ბარსელონაში, “ბარსას” კანალეტესის ოფიციალურ მაღაზიაში კლუბის დირექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის იყო კლუბის მიერ ერთჯერადი პლასტმასის პროდუქციის მოხმარების შემცირება, Espai Barca-სთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება და როგორც გასული, ასევე ახალი სეზონის ბიუჯეტის დამტკიცება.
კლუბის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ 2021/22 წლების სეზონი “ბარსელონამ” 1,017 მილიარდი ევროს ბრუნვითა და 98 მილიონი ევროს მოგებით დაასრულა, 2022/23 წლების სეზონის დაგეგმილი ბიუჯეტი კი 1,255 მილიარდია, საიდანაც 274 მილიონი ევრო მოსალოდნელი მოგებაა. ეს რიცხვები ფეხბურთის ისტორიაში რეკორდულია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისინი ფინანსური ბერკეტების გააქტიურებით მივიღეთ და “ბარსას” ეკონომიკური მდგომარეობა რეალურად ასეთი გამართული ჯერ არაა.
მიღებული გადაწყვეტილებების დამოწმება 9 ოქტომბერს, კლუბის წევრების გეგმურ გენერალურ ასამბლეაზე მოხდება.
2 წელიწადში ბარსა აღარ იარსებებს ბიძი
იმ 1,3 მილიარდ ვალს რა ეშველება
ავშენებულვართ, გერმანელების გულის გასახეთქად.
ლაპო, რა იქნება, თუნდაც ერთი წუთით ბათუმის დინამოს შეფობას შენი წყალი რომ გადაასხა
დაიმახსოვრეთ,3-4 წელიწადში,როცა ესპაი ბარსას პროექტი დასრულდება კლუბი კოლოსალურ მოგებას ნახავს,,სავარაუდოდ სუფთა მოგება 400-500 მილიონამდე გაიზრდება
ბრავო, ბართომეუს მიერ ჩამონგრეული ბიუჯეტი რომ აღადგინეს და სწორი ნაბიჯებით გააცოცხლეს კლუბი, ლაპორტას ეგ არასდროს ეშლებოდა, იდეალური სტაფი გვყავს
წარმატებები 
274 მილიონი მიგება წარმოუდგენელია კლუბის ნორმალური ფუნქციონირების დროს. საუკეთესო სეზონებშიც კი 40-50 მილიონს ვერ ცდებოდნენ. შემდეგ სეზონში შეიძლება 5-10 მილიონზე მეტი არ იყოს იმდენი რამე გაყიდეს.