მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის გახსნითი მატჩები. ერთ-ერთ შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონას” უმასპინძლა “მილანს” და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. ეს მატჩი კატალონიელთათვის სასიხარულო ნამდვილად არ ყოფილა, რადგანაც მათ თავიანთი ლიდერი, ანდრეს ინიესტა, 1 თვით “დაკარგეს”.
“ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება: “ანდრეს ინიესტამ გაიწყვიტა მარცხენა ბარძაყის კუნთი. სამედიცინო შტაბმა გამოიკვლია მისი პრობლება და ვადასტურებთ, რომ იგი ერთი თვით ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას”.
“შეხვედრის 38-ე წუთზე ფეხბურთელმა მარცხენა ფეხში ძლიერი ტკივილი იგრძნო და შეცვლა მოითხოვა. მის მაგივრად მოედანზე ფრანსესკ ფაბრეგასი გამოვიდა”.
“ანდრესს კვლავ ჩაუტარდება სამედიცინო ტესტები, თუმცა ერთი რამ ნათელია, მას გაწყვეტილი აქვს ბარძაყის კუნთი და მინიმუმ ერთი თვით შეისვენებს”.
“ინიესტა ლაზარეთში შეუერთდება პიკესა და ალექსისს”.



