workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ქალთა გუნდმა მოგებით დაიწყო

ქალთა გუნდმა მოგებით დაიწყო

დღეს “ბარსელონას” ქალთა გუნდმა სეზონის პირველი შეხვედრა გამართა.

წლევანდელი “ბარსა” საკმაოდ გადახალისებულია, რაც სასტარტო შემადგენლობაზეც აისახა – თერთმეტეულში 4 ახალწვეული იყო, მათ შორის 16 დღისა და 49 დღის ვიკი ლოპესი, რომელიც გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

თამაშის ხარისხი ძალიან ცუდი იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. შესვენების შემდეგ ცოტათი კი მოვუმატეთ, მაგრამ ანგარიშის გასახსნელად მაინც კურიოზული გოლი დაგვჭირდა. მე-60 წუთზე სტუმარი მცველის მოგერიებული ბურთი “ბარსას” ახალწვეულს, ჟეიზეს მოხვდა და გოლი გავიდა.

გოლის შემდეგ ჩვენ თამაშს ვუმატეთ, მეტოქემ უკლო და მეორე გოლიც მალე ვიხილეთ. 68-ე წუთზე გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, კაროლინ ჰანსენმა შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ბარსელონა-ტენერიფე 2-0

ბარსელონა (4-3-3): პანიოსი, ბრონზი, პარედესი, მაპი ლეონი, როლფო, გიხარო (კალდენტეი 11), ლოპესი (ოშოალა 62), უოლში (ენგენი 72), ჰანსენი (რაბანო 72), ჟეიზე, ჩრნოგორჩევიჩი (ტორეხონი 62)

გოლები: 1-0 ჟეიზე 60, 2-0 ჰანსენი 68

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 18 სექ 2022, 14:01

    არაუშავს ესენი აკრიფავენ ტემპს, ნეტა კაცებშიც ასე გვქონდეს საქმე აწყობილი.

  • Ko Ke
    schedule 17 სექ 2022, 19:21

    ციტატა: ფარნა
    პუტელიასი სადღაა არ იყო განაცხადში სადმე გადავიდა? ალექსია მაგარი ქალია ოქროს ბურთი რომ მოიგო შარშან ისე რა მაგარი იქნება კაცების გუნდში რო ათამაშო ესეც


    Დაახლოებით 9 თვიანი ტრავმა მიიღო

  • ფარნა
    schedule 17 სექ 2022, 18:30

    პუტელიასი სადღაა არ იყო განაცხადში სადმე გადავიდა? ალექსია მაგარი ქალია ოქროს ბურთი რომ მოიგო შარშან ისე რა მაგარი იქნება კაცების გუნდში რო ათამაშო ესეც