“ოქროს ბიჭუნას” (Golden Boy) ჯილდოსთვის ბრძოლა გრძელდება. სია, რომელიც აქამდე 80 ფეხბურთელისგან შედგებოდა, 40 მოთამაშემდე შემცირდა.
რა გასაკვირია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი “ბარსელონას” ჰყავს. კატალონიური გუნდიდან სიაში ალეხანდრო ბალდე, ანსუ ფატი, გავი და პედრი მოხვდნენ.
3 წარმომადგენელი ჰყავთ “ბაიერნსა” (გრავენბერხი, მუსიალა, ტელი) და “დორტმუნდს” (ადეიემი, ბელინგემი, რეინა). სიაში ორ-ორი ფეხბურთელით მოხვდნენ “ანდერლეხტი”, “ატალანტა”, “ლივერპული”, “ზალცბურგი” და “ვალენსია”. კიდევ 20 გუნდს კი თითო წარმომადგენელი ჰყავს.
Golden Boy ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც 2003 წელს დაარსდა და ის ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს გადაეცემა. ყველაზე მეტჯერ, 3-ჯერ ის “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელს მოუგია. “ბარსელონაზე” ორი ჯილდო მოდის – ლეო მესი და მოქმედი გამარჯვებული პედრი. “ბარსას” შანსი აქვს, წელს “მანჩესტერ იუნაიტედს” გაუთანაბრდეს, პედრის კი შანსი აქვს, გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც ამ ჯილდოს ორჯერ მოიგებს.
Ან ბელინგემი მოიგებს ან გავი და ან კამავინგა. Პედრი ისეთი მაგარი ვერ არის როგორც შარშან იყო
მე მგონია რო ბელინგემი მოიგებს, რეალურად ეკუთვნის კიდეს აი დაიმახსოვრეთ ჩემი ნიკი და ნახავთ რო ვერც პერესი ვერ დარეკავს და ვერც ვერავინ ბელინგემი იმსახურებს და მოიგებს კიდეც არ ვიცი უყურებთ თუ არა მის თამაშებს და თუ უყურებთ დამეთანხმებით.
პედრი ან გავისაა ეს ჯილდო წელს
რეალმა ლიგა მოიგო და შეტენიან კამავინგას ალბათ 17 წლის გავი რასაც აკეთებს 21 წლის ბიჭებს არც დაესიზმრება
ვინისიუსი 22 წლისაა ეს ჯილდო კი 21 წლამდელებს გადაეცემა.
უფ აგაშენა ღმერთმა ამოვისუნთქე. იმ ლაწირაკს მარტო იმიტომ არ ეკუთვნის რო ძალიან უზრდელია ამას რეალშიც არ მალავენ და გააფრთხილეს კიდეც.
წელს წესით კამავინგამ უნდა მოიგოს. დამიწყებთ აქ ახლა გავიო მარა მე ასე ვფიქრობ
გავი მშვენიერ ფორმაში და ერთ ერთი მთავარი კანდიდატია მაგრამ კონკურეციაც დიდია, ბელინგემი, კამავინგა ან მუსიალა, ამაღაც მაგარი შანსები აქვთ
ვინისიუსი 22 წლისაა ეს ჯილდო კი 21 წლამდელებს გადაეცემა.
რეალიდან კამავინგაა. რაც შეეხება პერესის მორიგებას, ეგ მოდრიჩზე მოურიგდა მაშინ თორე ბენზემას მორიგება უნდა, 2015 წლის მერე ეგ ჯილდო ბენზემაზე მეტად არავის დაუმსახურებია.
ვინისიუსი 22 წლისაა ეს ჯილდო კი 21 წლამდელებს გადაეცემა.
სრული სია არა გვაქვს? თუ მანდ რეალიდან ვინისიუსი იქნება 100% მაგას მისცემენ, პერესს უკვე დარეკილი ექნება, როგორც ბენზემაზე მოურიგდა ფიფას.