“ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის წილისყრაში ნამდვილად არ გაუმართლა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ გაუმართლა კალენდარში.
ტურნირის სუსტ გუნდთან საკუთარ კედლებში დაწყება ყოველთვის კარგია და “ბარსას” შემთხვევაში ასეც მოხდა – კატალონიელებმა “პლზენი” 5-1 გაანადგურეს. შემდეგ იყო “ბაიერნთან” 0-2 მარცხი, მაგრამ ამის მიუხედავად “ბლაუგრანას” კარგი შანსი აქვს, 1/8-ფინალის საგზური ჯგუფის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდოს.
მომდევნო ტურში “ბარსელონა” “ინტერს” ხვდება, ჯერ სტუმრად და შემდეგ საკუთარ მოედანზე. ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში კი ჩავის გუნდი მომდევნო ეტაპის საგზურს გაინაღდებს.
მილანური გუნდი საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არაა, თანაც “ბარსას” “ნერაძურისთან” თამაში ისტორიულად არ უჭირს, თუნდაც სრულად უმოტივაციო იყოს. 14 შეხვედრაში “ინტერმა” “ბარსელონა” მხოლოდ 2-ჯერ დაამარცხა.
“ბარსას” კარგი კალენდარი აქვს “ინტერთან” თამაშების შემდეგაც. მე-5 ტურში “ბაიერნს” ვუმასპინძლებთ და თუ 2 ან მეტი ბურთის სხვაობით მოვუგებთ, ჯგუფის პირველ ადგილზე დასრულების ძალიან კარგი შანსი გაგვიჩნდება. ხოლო თუ 2 ან მეტი ბურთის სხვაობით ვერ მოვიგებთ, ტრაგედია არც ეს იქნება, რადგან ჯგუფიდან გასულები ვიქნებით, ბოლო ტურში კი “პლზენთან” დავისვენებთ და აქცენტს სრულად ლა ლიგაზე გავაკეთებთ, სადაც მაგ დროისთვის საკმაოდ დატვირთული კალენდარი გვექნება. პირიქით რომ იყოს – ჯერ “პლზენი” და შემდეგ “ბაიერნი”, შესაძლოა, ვერც პირველ ადგილზე გავსულიყავით და არც ბოლო ტურში დასვენების შანსი მოგვცემოდა.
მთავარია, “ინტერთან” ორივე თამაშის მოგება, რაც შეუსრულებელი მისია ნამდვილად არაა.
პედრის რა ვუთხრა, პასი, რომ მიეცა ტორესისთვის 2:1-ზე უკეთესი შანსი გვექნებოდა.
ინტერთან 6 ქულა უნდა დაიდოს. ინტერი არაა ბაიერნი.
Ორივე თამაში მოსაგები აქვს ბარსას ინტერთან, წესით მარტივად მოიგებენ თუმცა არ გამოვრიცხავ საერთოდ წააგონ
კამპ ნოუზე ბაიერნს მოვუგებთ, იქ გადაგვირჩნენ. გეუბნები თუ შეშინებულები არ იყვნენ, მეორე ტაიმის პირველი 10 წუთი რომ გაგვეძლო პირველი ტაიმის მსგავსი იქნებოდა მეორე ტაიმი და სადღაც მაინც გავიტანდით ერთ ორ გოლს. ეს კარგი იყო რაც მოხდა კარგი გაკვეთილი. ცოტა ჩავიც მეტად აზრზე უნდა მოვიდეს, არ არის საჭირო ზედმეტი ექსპერიმენტები და რაც შეიძლება მეტი მოტივაცია უნდა მისცეს გუნდს.
მეტოქის არ დაფასება არ შეიძლება მაგრამ არაფრით მეტი არ იყო ბაიერი. ამ გუნდს სჭირდება ხშირად ამბობთ ხოლმე გამარჯვებულის მენტალიტეტის დაბრუნება და ყველაფერი ძალიან სწრაფად იქნება მაგრად
4 ქულა ავიღოთ და ეგეც საკმარისი იქნება.
ინტერს კი არ უნდა მოუგოთ, ამოვტენოთ უნდა.
ჩემი აზრით ხავიმ 4-2-3-1 უნდა სცადოს, კესი ფრენკით საყრდენებზე და 10-იანზე პედრიმ და გავიმ შეცვალოს ერთმანეთი.
საკმაოდ რეალურია ჯგუფიდან გასვლაც და პირველი ადგილიც მიღწევადია, თუმცა ჯერ სრული კონცენტრაცია ინტერზე და ლა ლიგაზე, დანარჩენი მერე
ინტერს თუ ვეღარ მოვუგეთ და დაიძინოს ამ გუნდა მაშინ ერთი 10 წელი და გამოიღვიძოს მერე გონს რომ მოვა
ორივე უნდა მოვუგოთ და მერე ბაიერნსაც ბაკლები წნეხით შევხვდებით კამპ ნოუზე,ამ ინტერს კი ნამდვილად უნდა მოვუგოთ ორივე თამაში
წესით უნდა მოვუგოთ
ბარსა გავა ჯგუფიდა ეს ნამდვილად არაა ის ინტერი რომ ბარსა ჩატოვოს
ექსპერიმენტებს თუარ დაიწყებს ჩავი ისევ ნამდვილად არაა შეუძლებელი ამ ინტერის დამარცხება