თამაშის დაწყებამდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ უმჯობესია, მის საყურებლად ზრუნვა ახლავე დაიწყოთ, რადგან თუ გულშემატკივრების უმეტესობის მსგავსად თქვენც 5 წუთით ადრე გაგახსენდებათ, დიდი შანსია, თამაშის ყურების გარეშე დარჩეთ.
სილქ სპორტ 1
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 გვთავაზობს. როგორ ვუყუროთ ამ არხს?
TV
სილქ სპორტის არხების ტელევიზორში საყურებლად საჭიროა, გქონდეთ სილქნეტის ტელევიზია და გააქტიურებული თემატური პაკეტი “სპორტი ექსკლუზივი”, რომლის ღირებულებაც არის თვეში 5 ლარი. ამავე პაკეტში შედის “სეტანტა სპორტის” სპორტული არხებიც.
თუ არ გაქვს სილქნეტის ტელევიზია და გაქვთ Smart TV (ჭკვიანი ტელევიზორი, სადაც აპლიკაციების ჩაწერა შესაძლებელია), შეგიძლიათ დააყენოთ Silk GO-ს აპლიკაცია. ამ აპლიკაციაში სილქ უნივერსალის ყურება უფასოა, ხოლო სილქ სპორტის ფასიანი არხების საყურებლად საჭიროა, გაიაროთ რეგისტრაცია, შემდეგ ავტორიზაცია და გამოიწეროთ ფასიანი პაკეტი, რომლის ღირებულება თვეში 3 ლარია. ამ პაკეტით, სპორტულის გარდა, სხვა ქართული არხების ყურებაც შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ: აპლიკაციაში რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ საჭიროა, გადახვიდეთ თქვენი ანგარიშის გვერდზე და გაააქტიუროთ ფასიანი პაკეტი. ამის შემდეგ უნდა შეხვიდეთ თქვენს პროფილში, ნახოთ თქვენი ანგარიშის ნომერი და ამ ანგარიშის ნომერზე ინტერნეტ ბანკიდან, მობაილ ბანკიდან, სწრაფი გადახდის აპარატიდან ან ამ გვერდიდან ჩარიცხოთ თანხა.
PC/Laptop
სილქ სპორტის ფასიანი არხების კომპიუტერში საყურებლად საჭიროა, დარეგისტრირდეთ საიტზე Silktv.ge. რეგისტრაციის შემდეგ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია და შეიძინოთ ფასიანი პაკეტი, რომლის ღირებულებაც არის თვეში 3 ლარია. ამ პაკეტით, სპორტულის გარდა, სხვა ქართული არხების ყურებაც შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ: აპლიკაციაში რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ საჭიროა, გადახვიდეთ თქვენი ანგარიშის გვერდზე და გაააქტიუროთ ფასიანი პაკეტი. ამის შემდეგ უნდა შეხვიდეთ თქვენს პროფილში, ნახოთ თქვენი ანგარიშის ნომერი და ამ ანგარიშის ნომერზე ინტერნეტ ბანკიდან, მობაილ ბანკიდან, სწრაფი გადახდის აპარატიდან ან ამ გვერდიდან ჩარიცხოთ თანხა.
Smartphone
სილქ სპორტის ფასიანი არხების სმარტფონში ყურება შესაძლებელია აპლიკაციაში (Android ვერსიის გადმოწერა | iOS ვერსიის გადმოწერა). აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ საჭიროა დარეგისტრირება, ავტორიზაციის გავლა და ფასიანი პაკეტის შეძენა, რომლის ღირებულებაც თვეში 3 ლარია. ამ პაკეტით, სპორტულის გარდა, სხვა ქართული არხების ყურებაც შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ: აპლიკაციაში რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ საჭიროა, გადახვიდეთ თქვენი ანგარიშის გვერდზე და გაააქტიუროთ ფასიანი პაკეტი. ამის შემდეგ უნდა შეხვიდეთ თქვენს პროფილში, ნახოთ თქვენი ანგარიშის ნომერი და ამ ანგარიშის ნომერზე ინტერნეტ ბანკიდან, მობაილ ბანკიდან, სწრაფი გადახდის აპარატიდან ან ამ გვერდიდან ჩარიცხოთ თანხა.
უცხოური არხები
უცხოური არხები, რომელიც თამაშს აჩვენებს:
DirecTV Sports (არგენტინა), Optus sport (ავსტრალია), Belarus 5 (ბელარუსი), Eleven Sports 3, Play Sports (ბელგია), MAX Sport 4 (ბულგარეთი), TSN3 (კანადა), DirecTV Sports (ჩილე), PPTV Sport China (ჩინეთი), DirecTV Sports (კოლუმბია), Arena Sport 6 (ხორვატია), TV2 Sport X (დანია), DirecTV Sports (ეკვადორი), TV3 Sport 2 (ესტონეთი), C More Sport 1 (ფინეთი), beIN Sports 8 Max (საფრანგეთი), DAZN 1 Deutschland (გერმანია), Nova Sports 1 (საბერძნეთი), Now Sports 2 (ჰონგ კონგი), Voot Select, MTV India (ინდოეთი), beIN Sports 3 (ინდონეზია), ONE Sport (ისრაელი), DAZN Italia (იტალია), WOWOW (იაპონია), TV3 Sport 2 (ლატვია), TV3 Sport 2 (ლიეტუვა), TDM Desporto (მაკაო), TSN 4 (მალტა), Sky Sports (მექსიკა), Ziggo Select, Ziggo Sport 14 (ნიდერლანდები), Canal+ Sport 4 (ნიგერია), TV2 Sumo, TV 2 Sport Premium (ნორვეგია), DirecTV Sports (პერუ), beIN Sports 3 (ფილიპინები), Eleven Sport 1 (პოლონეთი), Eleven Sports 1 (პორტუგალია), beIN SPORTS 1, beIN SPORTS Premium 1 (კატარი), Orange Sport 2, Digi Sport 2 (რუმინეთი), Arena Premium 2 (სერბეთი), Arena Sport 1 (სლოვენია), SuperSport La Liga, SuperSport MáXimo 1 (სამხრეთ აფრიკა), DAZN Laliga, LaLigaTV Bar, DAZN España (ესპანეთი), Blue Sport 1, Blue Sport 5 (შვეიცარია), beIN Sports 1 (ტაილანდი), S Sport, S Sport + (თურქეთი), MEGOGO Football 1 (უკრაინა), DirecTV Sports (ურუგვაი), ESPN+ (აშშ).
როგორ ვუყუროთ Livetv.ge-ზე?
იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილი არხებიდან არცერთი გაქვთ, თქვენთვის ბევრი საყურებელი ლინკი დაიდება საიტზე Livetv.ge.
საიტზე შესვლის შემდეგ აირჩიეთ სასურველი თამაში, რის შემდეგაც ნახავთ ლინკების ჩამონათვალს. სასურველი ლინკის არჩევის შემდეგ გადახვალთ გვერდზე, სადაც თამაშის ყურებაა შესაძლებელი.
კომპიუტერით ყურების შემთხვევაში თამაში ჩაირთვება ავტომატურად, მაგრამ უხმოდ. ხმის ჩასართავად საჭიროა, მარცხენა ზედა კუთხეში დააჭიროთ CLICK HERE TO UNMUTE. ამის შემდეგ ახალ გვერდზე გაიხსნება რეკლამა, რომელიც შეგიძლიათ, მაშინვე დახუროთ. ამ პროცედურის გავლა, შესაძლოა, დაგჭირდეთ რამდენჯერმე, რის შემდეგაც ხმაც ჩაირთვება.
მობილურით ყურების შემთხვევაში, შესაძლოა, ამოგიგდოთ ინფორმაცია VPN-ის შესახებ. ეს უბრალო რეკლამაა და საჭიროა, ეს გვერდი გათიშოთ. ამ პროცედურის გავლა, შესაძლოა, დაგჭირდეთ რამდენჯერმე, რის შემდეგაც თამაში ჩაირთვება.