იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ “მილანისა” და” ბარსელონას” შეხვედრა მსოფლიო დერბია.
“ამჟამად “ბარსელონა” წარმოადგენს მსოფლიოს საუკეთესო კლუბს. რაც შეეხება “მილანს”, “როსონერიმ” ეს ტიტული 7-ჯერ მოიგო. ამით შეგვიძლია ამ მატჩს მსოფლიო დერბი ვუწოდოთ.”
“გულშემატკივრები ამ მატჩისგან მაქსიმუმს ელიან. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველივე მათჩში ერთმანეთს მსოფლიოში საუკეთსო გუნდები ხვდებიან.” – განაცხადა გალიანიმ.
შეგახსენებთ, რომ “მილანსა” და “ბარსელონას” შორის მატჩი დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. ამ შეხვედრაში, ტრავმის გამო, მონაწილეობას ვერ მიიღებენ იბრაჰიმოვიჩი, რობინიო, მექსესი, პიკე და ალექსის სანჩესი.
სრულად: http://barcamania.ge/
Copyright © Barcamania.Ge
სრულად: http://barcamania.ge/
Copyright © Barcamania.Ge