workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფა მარკესი: მთავარი ფეხბურთელების აღზრდაა და არა შედეგი

რაფა მარკესი: მთავარი ფეხბურთელების აღზრდაა და არა შედეგი

“ბარსა ატლეტიკმა” სეზონი კარგად დაიწყო. კატალონიელთა სარეზერვო გუნდი ესპანეთის მე-3 დივიზიონში 1-4 ადგილებს იყოფს.

სეზონი ჯერ 3 ტურია, რაც დაიწყო, მაგრამ როგორც ჩანს, “ბლაუგრანა” მე-2 დივიზიონში გადასასვლელად იბრძოლებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი, რაფა მარკესი კი მიიჩნევს, რომ მთავარი არა შედეგები, არამედ პირველი გუნდისთვის ფეხბურთელების აღზრდაა.

ეს დივიზიონი ჩემთვის უცხოა. როდესაც მოვედი, მითხრეს, რომ გამოცდილი ფეხბურთელები დამემატებინა, რადგან ახალგაზრდებთან ერთად უფრო მეტი მუშაობა დამჭირდებოდა. მე ჩემი თავი მივუძღვენი იმ პატარა ბიჭების მომზადებას, რომლებსაც ხარისხი და ენთუზიაზმი აქვთ და ამან გაამართლა. ჩემთვის ყოველთვის ნათელი იყო, რომ მთავარი ამოცანა ფეხბურთელების განვითარებაა, თუმცა თუ შედეგიც დადებითი იქნება, კიდევ უკეთესი.

ჩემთვის სასტარტო და სათადარიგო ფეხბურთელები არ არსებობენ. შემადგენლობა მოკლეა და ვეცდები, დრო ყველას მივცე.

– ციტირებს მექსიკელი ლეგენდის სიტყვებს Mundo Deportivo.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 სექ 2022, 16:19
    #5

    ახალგაზრდები უნდა აღზარდო და გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩაუნერგო, მერე კი მეორე დივიზიონში რომ ამოვლენ ნაკლებად გაუჭირდებათ პირველ გუნდში თამაში

  • katalomia
    schedule 12 სექ 2022, 14:37
    #4

    ციტატა: nika 54
    მეც ასე მგონია, მთავარი ფეხბურთელების აღზრდაა და რა მიშვნელობა აქვს სად იქნებიან.

    ფეხბურთელის აღრზდა – უკვე გულისხმობს იმ მოგებესაც, იმ სატურნირო ბრძოლის უნარის გამოვლენა. არამგონია მაგ ასაკის ბავშვები მხოლოდ ბურთთან კულტურა და პასის კულტურით დააკმაყოფილო, გუნდურ თამაშს და საერთოდ სპორტს სულში აქვს შეჯიბრის მოგების სურვილი. სატურნირო ცხრილი სულ აქვთ გონებაში ბავშვებს და "იჩაგრებიან" "იქიმებიან" როდესაც მწვრთნელის დავალებით რომელიმე კონკრეტულ თამაშში რო არა მოსაგებად არამეტ რაღაც დავალების შესასრულებლად გადიან მინდორზე. ნუ რა თქმა უნდა რაფამ ჩვენზე უკეთ იცის და თითონ გადაწყვეტს რა უნდა ასწავლოს.

  • nika 54
    schedule 12 სექ 2022, 14:04
    #3

    მეც ასე მგონია, მთავარი ფეხბურთელების აღზრდაა და რა მიშვნელობა აქვს სად იქნებიან.

  • ბართომეუს ბოტი
    schedule 12 სექ 2022, 13:54
    #2

    ციტატა: Don_Andresito
    წინა მწვრთნელიც ეგრე ამბობდა. რატო პროსტა, ამოდით ლა ლიგა 2 ში და მერე აღარავინ მოგთხოვთ არაფერს. სულ სხვა დონეა მეორე დივიზიონი. განვითარებისთვისაც უკეთესია.


    რეალურად, როგორც ტექსტიდან ირკვევა, კონტექსტს მოწყვეტილი სათაურია. მარკესმა თქვა, რომ გამოცდილი ფეხბურთელებით(რომელთაც განვითარების პერსპქეტივა ნაკლებად აქვთ) შედეგის მიღწევას ნაკლები აზრო აქვს, რადგან ბარსას მეორე გუნდის მოვალეობა პირველი გუნდისთვის ფეხბურთელების აღზრდაა – ეს ფაქტია. და შ3დეგს მხოლო იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ ამას პერსპექტიული მოთამაშეები დადებენ. თორე მოიყვანდნენ 25 წლის მოთამაშეებს – აზრი?

  • Don_Andresito
    schedule 12 სექ 2022, 13:29
    #1

    წინა მწვრთნელიც ეგრე ამბობდა. რატო პროსტა, ამოდით ლა ლიგა 2 ში და მერე აღარავინ მოგთხოვთ არაფერს. სულ სხვა დონეა მეორე დივიზიონი. განვითარებისთვისაც უკეთესია.