დღეს ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის ახალი გათამაშება უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ესპანეთში ყველაფრის ჩემპიონი “ბარსელონა” ახალ გათამაშებას “ლას პლანასთან” გასვლითი მატჩით იწყებდა. გუნდები მოედანზე გამოცხადდნენ, თუმცა როგორც დაანონსებული იყო, შეხვედრაზე არ მივიდა მსაჯთა ბრიგადა. საქმე ისაა, რომ ქალთა ჩემპიონატის მსაჯები გაფიცულები არიან და ფედერაცია მათთან შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.
გუნდებმა რეგლამენტით გათვალისწინებული დრო, ნახევარი საათი დაიცადეს, რის შემდეგაც თამაში ოფიციალურად გამოცხადდა გადადებულად.
ჯერჯერობით არ ვიცით, როდის გაიმართება ეს თამაში ან როდის დაიწყება ჩემპიონატი.
ესპანეთში ყველაფრის ჩემპიონი "ბარსელონა"- კარგად ჟღერს.
ისე რომელიმე გუნდი რო არ გამოცხადებულიყო მეორეს ხო ჩაეთვლებოდა წაგება, მსაჯებს რატომ აქვთ ამდენის უფლება, თუ წინასწარ იცოდნენ მაშინ რაღას მიემგზავრებოდა გუნდი.
რა ჯანდაბა უნდათ, ხელფასების მომატება?