”ბარსა” – ”მილანი” იცოდით თუ არა, რომ…
- ზუსტად 110 დღის წინ “ბარსამ””მანჩესტერ უნაიტედს” მოუგო “უემბლიზე”.
- 11 ოფიციალური მატჩიდან , ”ბარსას” და ”მილანს” ოთხ-ოთხჯერ არქვთ მოგებული, სამჯერ კი ფრედ აქვთ ნათამაშები.
- 1994 წელს, იოჰან კრუიფის დროს, ”ბარსამ” ”მილანთან” 4 – 0 წააგო. ამ წელს ”მილანს” ფაბიო კაპელო ედგა სათავეში.
- როდესაც “ბარსა” და “მილანი” ჩემპიონთა ლიგაში ბოლოჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ფრანკ რაიკაარდის გუნდმა იტალიელები ნახევარ-ფინალიდან გამოთიშა, ლუდოვიკ ჟიულის მიერ “სან სიროზე” გატანილი გოლის წყალობით.
- ყველაზე დაძაბული მატჩი იყო 2010 წელს, გამპერის თასზე, სადაც თამაში 1-1 დამთავრდა, გამარჯვებულის ვინაობა კი პენალტების სერიამ გამოავლინა.
- 2007 წლის შემდეგ, როცა “მილანმა” ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ისინი მეოთხედ-ფინალიდან ეთიშებიან გათამაშებას.
- ”ბარსას” ატივში აქვს 9 მოგება და ერთი ფრე ”კამპ ნოუზე”.
- ჩემპიონთა ლიგის 17 სეზონის განმავლობაში “ბარსამ” მხოლოდ ერთხელ წააგო ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა.
- ბოლო ათი წლის განმავლობაში “მილანმა” ჯგუფური ეტაპის ყველა პირველი მატჩი მოიგო.
- ”ბარსას” სამი ყოფილი ფეხბურთელი მოღვაწეობს ამჟამად “მილანში”: მარკ ვან ბომელი – 2005/06 წელი, ძამბროტა – 2006/08 წელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 2009/10 წელი.
- დღვანდელ მატჩს, ინგლისელი რეფერი – მარტინ ატკინსონი განსჯის.