ჩემპიონთა ლიგა რომ რობერტ ლევანდოვსკის ფავორიტი ტურნირია, ამას კიდევ ერთი ფაქტი მოწმობს.
ახლახან “ბარსელონამ” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე “პლზენი” 5-1 გაანადგურა. ლევანდოვსკიმ 3 გოლი გაიტანა და უნიკალური მიღწევაც დააფიქსირა.
სპორტული სტატისტიკის მწარმოებელი კომპანია Opta-ს ცნობით, ლევანდოვსკი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ თრიქი 3 სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში შეასრულა. პოლონელმა ვარსკვლავმა “ბარსელონამდე” ეს “დორტმუნდსა” და “ბაიერნში” გააკეთა. მთლიანობაში რობერტმა ჩემპიონთა ლიგაზე 6 ჰეთ თრიქი გაიტანა.
იმავე წყაროს ინფორმაციით, 34 წლის თავდამსხმელი ასევე გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც “ბარსას” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის მესამე საუკეთესო ბომბარდირი ასევე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 2020 წლის შემდეგ “კამპ ნოუზე” ერთ თამაშში 3 გოლი გაიტანა. ლევანდოვსკიმდე ბოლოს ეს ლიონელ მესიმ 2020 წლის 22 თებერვალს “ეიბართან” 5-0 მოგებულ შეხვედრაში გააკეთა. იმ თამაშში “ბლაუგრანას” ლეგენდამ 4 გოლი გაიტანა.
Ძაან დონე კაცია ეს, არანორმალური, ტერმინატორია, სუაზე შესრულებით მაღლა დგას, და უფრო დიდი ხანია რაც ამ დონეზე თამაშობს. Მე მაინც პისტოლერო მირჩევნია მაგრამ ეს რომ მკვლელი ფორვარდია ცხადია. Ძაან მიხარია ამის მოსვლა
მე გუშინ ვნახე აინტრახტის მომტირალი ნემცები და რაც მთავარია ერთი გოლი ტრინკაუმაც მიართვა.
ასაკის გამო მეც ვფიქრობდი , რომ რისკის შემცველი ტრანსფერი იყო თან მაღალი ფასი , თუმცა , იმას რასაც ლევანგოლსკი აკეთებს ყველა თამაშის დროს , არც ვიცი რა დავარქვა . წარმოუდგენლად დიდი გავლენა აქვს უკვე გუნდზე , იმ ახალგაზრდა თაობაზე , მენტორია გუნდში ყველა გაგებით . არ მახსოვს ფეხბურთელი რომელიც ასე მარტივად შესისხლხორცებოდა ბარსელონას . ამ კაცს , რომ ოქროს ბურთი არა აქვს , მართლა უსამართლობაა . ეს რომ ესპანელი ან ინგლისელი ყოფილიყო , უალაპარაკოდ მისცემდნენ ალბათ .
წინ კიდევ ბევრი გოლია. გუნდი ახლა იწყებს, წელს ტიტულები უნდა დაიყაროს.
აუ ბავარიასაც გაუბაბანე ისე, რომ მინიმუმ არ წავაგოთ და შენზე ვილოცებ. ჩაჯ***ი ცხვირ ჩამოვარდნილი ნემცები მანახე.