ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 12 აგვისტო

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 12 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 12 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

12 აგვისტოს "ბარსელონამ" 1 ოფიციალური თამაში ჩაატარა, რომელიც მოიგო.

1964 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ჩიკი ბეგირისტაინი. 1988-1995 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 317 თამაში ჩაატარა და 82 გოლი გაიტანა. ბეგირისტაინმა კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 1 თასების მფლობელთა თასი, 2 ესპანეთის თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.

2003-2010 წლებში ჩიკი ბეგირისტაინი "ბარსელონას" სპორტული დირექტორი იყო.

1996 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ბრაზილიელი ნახევარმცველი არტური. 2018-2020 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 72 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. არტურმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

2018 წელი

ესპანეთის სუპერ თასი ერთ მატჩად, მაროკოში ჩატარდა. "ბარსელონამ" "სევილია" პიკესა და დემბელეს გოლებით 2-1 დაამარცხა.

ეს მესისთვის, როგორც "ბარსელონას" კაპიტნისთვის, პირველი ტიტული იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 აგვისტო 2021 13:37
    0
    გუშინ ჩელსიმ ვილიარეალს პენალტების სერიაში მოუგო, მერჩივნა ესპანელებს მოეგოთ, მაგრამ ბურთთან რო რაულ ალბიოლი მივიდა ვინატრე ნეტავ ამან გამაზოს თქო და აჰა ასრულდა. ვისაც არ გახსოვთ ეს მოურინიოს რეალში პეპეს და რამოსის მერე ყველაზე ცხოველი და მესიზე მონადირე იყო. ერთხელ ისე გაამწარა ლეომ რო მივიდა და მსაჯის დასანახად ლოყაზე მოუცაცუნა ხელი, მიიხედა თუ არა მსაჯმა პირდაპირ ლეწა სახეში. საზიზღრობა იყო ის რეალი. ეხლახანს, აქაც ეწერა ინტერვიუში თქვა: "ლეო მესი ყველაზე დიდი სიყალბეა ფეხბურთშიო, მოედანზე კლოუნობსო, მაგრამ იმედია მალე დაამთავრებს კარიერას, სულ დღეებს ვითვლიო"