
ესპანური ”ბარსელონას” მმართველობა და სამწვრთნელო შტაბი აპირებს იბრძოლოს ”ლივერპულისა” და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველ ხავიერ მასკერანოს შესაძენად იმ შემთხვევაში თუ კლუბს დატოვებს იაია ტურე. ხოსეპ გვარდიოლა და მისი თანაშემწეები აუცილებლობად მიიჩნევენ შეიძინონ ჩამშლელი ნახევარმცვლელი, რადგან ტურეს წასვლის შემთხვევაში ამ პოზიციაზე სათამაშოდ მხოლოდ სერხიო ბუსკეტსი დარჩება. მასკერანოს ”ლივერპულთან” მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. თუკი ხავიერი წასვლის სურვილს გამოთქვამს, მერსესაიდელები მას ხელს არ შეუშლიან.
წყარო: barca.ru