გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “ბარსელონა” ხულიან არაუხოთი დაინტერესდა, მაგრამ საბოლოოდ კლუბმა ექტორ ბელერინი დაიმატა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კატალონიური გრანდი ამერიკელ-მექსიკელს ძალიან აფასებს, მოსწონს და მომავლისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად განიხილავს.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსას” 21 წლის მარჯვენა მცველის შეძენა სურდა, “ლოს ანჯელეს გელექსისთან” შეთანხმებისთვის არ მიუღწევია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია – “ლურჯ-ბროწეულისფერები” არაუხოს მომდევნო თვეებში კიდევ დააკვირდებიან.
წყაროს თანახმად, ხულიანით კიდევ არაერთი ევროპული გუნდი ინტერესდება.




ეს უეჭველი გვინდა ტიპი სისხლის მფსმმელია
Ბელერინი მგონია რომ გაამართლებს და აღარ იქნება ეს საჭირო
არნაუ მარტინესი კაეგად ვითარდება და დააბრუნეთ .. ეს წელი ვუყუროთ ლალიგაში რას იზამს, გადმოვიდა ჟირონა
კი, ასეა, და ამიტომ ეს "დაკვირვებები" ჩუმად უნდა აკეთონ..არაა საჭირო ყველამ იცოდეს ვის ყიდვას აპირებ ასი წლის შემდეგ!
აბა რა საკმარისი ვიღაცას დავადგათ თვალი და უცებ გამოჩნდებიან პსჟ თუ რეალი და პრემიერლიგის ფულის ტომრები.