სერჟინიო დესტი, რომელიც “ბარსელონადან” “მილანში” გადავიდა, კატალონიურ კლუბს ემშვიდობება:
მინდა, ყველა კულეს მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში მივიღე.
“ბარსელონა” ბავშვობიდან ჩემი ოცნების კლუბი იყო, ამიტომაც, სავსე “კამპ ნოუს” წინაშე თამაში ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივი გახლდათ. ❤️💙
¡Visca Barça!
დესტი “მილანში” იჯარით გადავიდა, თუმცა, დიდი ალბათობით, ის “ბარსაში” არ დაბრუნდება. 2023 წლოს ზაფხულში იტალიურ კლუბს მისი €20 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება.
ამერიკელმა ფეხბურთელმა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში 2 სეზონი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 72 მატჩი, 3 გოლი და 5 ასისტია.




არ მგონია კაფუ ვინმეს ახსოვდეს და კალაბრიას როგორმე გაუწევს კონკურენციას მიუხედავად იმისა რო კაპიტანია
Დიდი ალბათობით აღარ დაბრუნდება კიარა, ერთ თვეში მიხვდება მალდინი რა შარში გაეხვა ეს რომ მიიყვანა კლუბში
ფლანგის მცველი გადარევს მალდინის, ეს ვინ ვნახეო
და რატომ არ დაბრუნდება? გგონიათ მონუსხავს იტალიელებს როგორც მცველი. მათ ისეთი მცველები ყავთ ნანახი დესტს რო არ დაესიზმრება.
როგორ მიკვირს მსგავსი შემთხვევების. ტიპს ყველაფერი ქონდა იმისთვის რომ წლობით ეტამაშა ბარსაში. ანუ ნიჭიც, ტექნიკაც, სისწრაფეც და რაც მთავარია შანსიც. თითქოს არც მონდომება დაუკლია. შეიძლება უბრალოდ ჯერ არ იყო მზად ამ ასაკში და 2-3 წელი სჭირდება
კაი ფართხუნა შევტენეთ მილანს,იმედია დაიტოვებენ.
კაია რომ აე თქვა ბავშვიბიდან მილანზე შემტკიოდა გულიო
My Webpage 🤣🤣🤣🤣 აბაროტია ასაღები უეჭველი
ნუ მილანში კაპიტანი ყავს კალაბრია კონკურენტად და რას ითამაშებს ეგაა საკითხი… მარა ვინგერადაც შეუძლია ამა წინ თამაში და სალემაკერს და ბრაზილიელიროა იმათ კი აჯობებთ მგონი….
არადა აიაქსში არ იყო ცუდი, ვერა და ვერ მოიკიდა აქ ფეხი და გულდასაწყვეტია. ბელერინი მგონი ყველაზე კარგი ვარიანტია, თან ადაპტაციაც არ გაუჭირდება, ეგეთი შანსი მიეცა და ასმაგად მოტივირებული იქნება.