workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე

დღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა და მოსალოდნელია, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი “ბარსელონა” იქნება. კატალონიური კლუბი გეგმავს ფეხბურთელების როგორც დამატებას, ასევე გუნდიდან გაშვებას.

ამ სიახლეში შემოგთავაზებთ ყველა მეტნაკლებად სანდო სატრანსფერო სიახლეს, რომელიც დღის განმავლობაში გავრცელდება.

  • 02:19 – “ბარსელონა” მარკოს ალონსოს ლა ლიგაში ხვალ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაარეგისტრირებს [Relevo]
  • 02:12 – “ბარსელონამ” ექტორ ბელერინის ტრანსფერი დაადასტურა
  • 02:00 – სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა
  • 01:59 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” ექტორ ბელერინი ლა ლიგაში დაარეგისტრირა
  • 01:58 – ლა ლიგის ცნობით ბელერინისა და მარკოს ალონსოს ტრანსფერებში ყველაფერი რიგზეა [ჟერარ რომერო]
  • 01:51 – “ბარსელონა” “ჩელსისგან” მარკოს ალონსოს დასარეგისტრირებლად დოკუმენტაციას ელოდება [ESPN]
  • 01:44 – ობამეიანგისა და ალონსოს ტრანსფერში გარკვეული პრობლემა შეიქმნა, მაგრამ მოგვარდა [კატალონიის რადიო]
  • 01:43 – გავი პირველ გუნდში იანვარში დარეგისტრირდება, მანამდე კი ისევ 30 ნომრით ითამაშებს [Relevo]
  • 01:10 – “სიურპრიზი” ბერნარდუ სილვა იყო, მაგრამ არ გამოვიდა [ჟერარ რომერო]
  • 01:06 – ოფიციალურად: მემფის დეპაი “ბარსელონაში” რჩება. ფეხბურთელმა ეს Twitter-ზე დაადასტურა
  • 01:04 – ბარსელონა ალონსოსა და ბელერინის გარდა არავის დაიმატებს, დეპაი გუნდში რჩება [ფაბრიციო რომანო]
  • 01:01 – პიანიჩი “ბარსელონას” დღეს არ დატოვებს. ის, შესაძლოა, ისეთ ქვეყანაში გადავიდეს, სადაც სატრანსფერო ფანჯარა მოგვიანებით იხურება [ჟერარ რომერო]
  • 00:53 – “ბარსელონაში” ხვდებიან, რომ ახალი ფეხბურთელის დასამატებლად დრო აღააა [ადრიან სანჩესი]
  • 00:51 – დეპაის “ჩელსიში” ტრასფერი ჩაიშალა [Gol]
  • 00:39 – ლა ლიგაში მიაჩნიათ, რომ “ბარსელონას” კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება გაუჭირდება და თუ გუნდს ვინმე დატოვებს, ეს იჯარა იქნება [ჟერარ რომერო]
  • 00:27 – მემფის დეპაის ადვოკატები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფეხბურთელმა “ბარსა” დატოვოს. ამ ეტაპზე შეთანხმება არცერთ გუნდთან არ არსებობს [ჟერარ რომერო]
  • 00:14 – “ბომბა” ტრანსფერი და სიურპრიზი არ იქნება. “ბარსელონა” ბელერინის, ალონსოსა და ობამეიანგის ტრანსფერებს დაადასტურებს და მეტი არაფერი მოხდება [Sport]
  • 00:08 – დეპაისა და “ჩელსის” შორის მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ სავარაუდოდ მხარეებს დრო არ ეყოფათ [The Independent]
  • 00:04 – ოფიციალურად: მარტინ ბრეითუეიტი “ესპანიოლში” გადავიდა
  • 23:57 – პიანიჩმა, შესაძლოა, “ბარსელონა” დატოვოს [ჟერარ რომერო]
  • 23:48 – ექტორ ბელერინი ბარსელონაში ხვალ ჩავა [ჟერარ რომერო]
  • 23:41 – ამჟამად “ბარსელონას” კომუნიკაცია ერთდროულად სამ კლუბთან აქვს [ჟერარ რომერო]
  • 23:40 – ჟორჟე მენდეში ბარსელონაშია [ჟერარ რომერო]
  • 23:39 – ორივე კლუბი და ფეხბურთელიც ადასტურებს, რომ ალვარო მორატა “ატლეტიკოში” რჩება [ფაბრიციო რომანო]
  • 23:37 – შუამავალი, რომელიც ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობდა, მემფის დეპაის “ჩელსიში” ტრანსფერზეც მუშაობა [ჟერარ რომერო]
  • 23:28 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” აბდე ეზალზულისთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და ფეხბურთელი “ოსასუნაში” იჯარით გაუშვა
  • 23:21 – ობამეიანგი “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმებას გადის [ფაბრიციო რომანო]
  • 23:16 – ოფიციალურად: სერჟინიო დესტი “მილანში” იჯარით გადავიდა
  • 23:15 – ალვარო მორატა 100%-ით “ატლეტიკოში” რჩება [მატეო მორეტო]
  • 23:11 – ჟერარ რომერო: “მორატა ის სიურპრიზი არაა, რომელზეც მე ვსაუბრობ”
  • 23:07 – “ბარსელონა” და “ატლეტიკო” ალვარო მორატას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ [Sport]
  • 23:00 – მემფის დეპაის გარემოცვა ადასტურებს, რომ ფეხბურთელი ახალ გუნდს ეძებს. მისი ტრანსფერი დომინოს ეფექტს გამოიწვევს [ტონი ხუანმარტი]
  • 22:56 – ექტორ ბელერინმა კონტრაქტი უკვე გააფორმა. მან ხელი ელექტრონულად მოაწერა [ადრია ალბეტსი]
  • 22:40 – ლალპორტას “სიურპრიზი” ტოპ ფეხბურთელია [კატალონიის რადიო]
  • 22:35 – “ბარსელონამ” ნაბილ ფექირისა და დანი ოლმოს იჯარით აყვანა სცადა, თუმცა უშედეგოდ [Relevo]
  • 22:25 – ლაპორტას “სიურპრიზის” ხელზე ასაღები ხელფასი ბონუსების ჩათვლით 5.9 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ მის დასარეგისტრირებლად მემფის დეპაის გაყიდვაა საჭირო [ჟერარ რომერო]
  • 22:20 – სერია A-ს საიტმა სერჟინიო დესტის “მილანში” გადასვლა დაადასტურა
  • 22:17 – ობამეიანგი ლონდონში ჩაფრინდა [ელენა კონდისი]
  • 22:14 – ნაბილ ფექირი ადასტურებს, რომ “ბეტისის” ოფისში ხელფასის შესამცირებლად იყო, მიზეზი კი ვილიან ჟოზეს ლა ლიგაში დარეგისტრირებაა [El Chiringuito]
  • 22:05 – ნაბილ ფექირი “ბეტისის” ოფისში არა “ბარსელონაში” გადასასვლელად, არამედ ხელფასის შესამცირებლად მივიდა [ელენა კონდისი]
  • 22:03 – “ბასელონა” ნაბილ ფექირის დამატებას არ ცდილობს [COPE]
  • 22:00 – “ბარსელონა” ნაბილ ფექირის იჯარით აყვანაზე მუშაობს [ადრიან სანჩესი]
  • 21:53 – ნაბილ ფექირი “ბეტისში” იმყოფება იმისათვის, რომ “ბარსელონაში” ტრანსფერი დაასრულოს [AS]
  • 21:37 – დღეს ლა ლიგაში დაახლოებით 100 მილიონიანი ტრანსფერი განხორციელდება [El Chiringuito]
  • 21:31 – ჟორდი ალბა კარიერის “ბარსელონაში” დასრულებას აპირებს. ის დარწმუნებულია, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაიბრუნებს [კატალონიის რადიო]
  • 21:24 – ექტორ ბელერინის აგენტი ადასტურებს, რომ მან ბარსელონამდე მარკოს ალონსოსთან ერთად იმგზავრა
  • 21:24 – ექტორ ბელერინის “ბარსელონაში” გადასვლა 100%-ით გადაწყვეტილია. კონტრაქტი მხოლოდ ერთწლიანი იქნება [ფაბრიციო რომანო]
  • 21:15 – “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” დღეს დილით ბერნარდუ სილვაში 70+10 მილიონი ევრო შესთავაზა და პასუხს ელის [პედრუ ალმეიდა]
  • 21:12 – მარკოს ალონსოსთან ერთად ბარსელონაში ექტორ ბელერინის აგენტიც ჩაფრინდა [ჟერარ რომერო]
  • 21:05 – ტომას მუნიეს “ბარსელონაში” გადასვლა 100%-ით გამოირიცხა [ხავი მიგელი]
  • 20:54 – მემფის დეპაი “ჩელსის” შეთავაზებით დაინტერესებულია [Mundo Deportivo]
  • 20:50 – მარკოს ალონსო მალე ბარსელონას აეროპორტში დაეშვება [ჟერარ რომერო]
  • 20:49 – მარტინ ბრეითუეიტმა “ესპანიოლთან” კონტრაქტს ხელი მოაწერა [ფაბრიციო რომანო]
  • 20:10 – “ბარსელონა” მარტინ ბრეითუეიტს კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ მხოლოდ 150 ათას ევროს გადაუხდის [ლუის როხო]
  • 19:29 – ფრენკი დე იონგის “ბარსელონაში” დარჩენა გადაწყვეტილია [ფაბრიციო რომანო]
  • 19:28 – ერთმა კლუბმა ფრენკი დე იონგში “ბარსელონას” დღეს 100 მილიონზე მეტი შესთავაზა [ჟერარ რომერო]
  • 18:56 – “ბარსელონამ” ლა ლიგასთან კონსულტაცია გაიარა, თუ შეძლებს, დაარეგისტრიროს ფეხბურთელი, რომლის ხელზე ასაღები ხელფასიც 6 მილიონი ევრო იქნება. ეს ბევრია, ამდენი ხელფასი არც მარკოს ალონსოს ექნება და არც ექტორ ბელერინს [ჟერარ რომერო]
  • 18:51 – ობამეიანგი “ბარსელონას” საწვრთნელ ბაზაზე გუნდთან გამოსამშვიდობებლად მივიდა [Sport]
  • 18:29 – “ბარსელონა” ბერნარდუ სილვას ტრანსფერს არ გამორიცხავს [ჟერარ რომერო]
  • 18:01 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” მარტინ ბრეითუეიტთან კონტრაქტი გაწყვიტა.
  • 17:38 – მარკოს ალონსო “ბარსელონაში” 2-3 საათში ჩავა [ჟერარ რომერო]
  • 17:27 – მარტინ ბრეითუეიტმა “ბარსელონასთან” კონტრაქტის გაწყვეტას ხელი მოაწერა. ის “ბარსას” ფეხბურთელი აღარაა [ფაბრიციო რომანო]
  • 16:54 – ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ ობამეიანგისა და მარკოს ალონსოს ტრანსფერები გადაწყვეტილია
  • 16:34 – ექტორ ბელერინმა “არსენალთან” კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია [ESPN]
  • 16:33 – გუშინ მემფის დეპაიმ “ბარსელონას” შეატყობინა, რომ გუნდიდან წასვლა უნდა [ჟერარ რომერო]
  • 16:32 – ობემეიანგის ტრანსფერის შეთანხმების შემდეგ “ბარსელონამ” და “ჩელსიმ” მოლაპარაკებები მემფის დეპაის ტრანსფერზე დაიწყეს [ჟერარ რომერო]
  • 16:13 – ჟორდი ალბამ “ბარსელონას” შეატყობინა, რომ მან დარჩენა გადაწყვიტა [ადრია ალბეტსი]
  • 15:53 – გადაწყვეტილია, რომ მარკოს ალონსო “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება [აშრაფ ბენ აიადი”
  • 15:18 – ობამეიანგის ტრანსფერი დახურულია – 15 მილიონი + მარკოს ალონსო [ჟერარ რომერო]
  • 15:13 – ჟორდი ალბა “ბარსელონაში” რჩება [ხავი მიგელი]
  • 14:51 – ბარსელონას აეროპორტში “ჩელსის” თვითმრფინავი იმყოფება, რომელიც ობამეიანგის ტრანსფერის დასრულებას ელოდება [COPE]
  • 14:49 – “ბარსელონამ” ალბა ტრანსფერზე დააყენა. ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს, წავა, თუ მთელ სეზონს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს [ლუის როხო]
  • 14:48 – ჟორდი ალბა “ბარსელონაზე” ნაწყენია, რადგან კლუბმა ის “ინტერს” შესთავაზა [Cuatro]
  • 14:24 – “ბარსელონამ” მარჯვენა მცველის პოზიციაზე არჩევანი ექტორ ბელერინზე შეაჩერა. ის ჩავის პრიორიტეტი არ იყო, მაგრამ ფინანსური ფაქტორების გათვალისწინებით არჩევანი სწორედ ბელერინზე შეჩერდა [RAC1]
  • 14:10 – ჟორდი ალბა წასვლას არ აპირებს. ის ფიქრობს, რომ სათამაშო დროს მიიღებს [ფაბრიციო რომანო, Sport]
  • 14:09 – აბდე ეზალზული იჯარით “ოსასუნაში” გადადის [ჟერარ რომერო]
  • 14:08 – აბდე ეზალზულის “ელჩეში” იჯარით გადასვლა შეჩერებულია [Onda Cero]
  • 14:00 – “ბარსელონამ” გადაწყვიტა, რომ ალეხანდრო ბალდე გუნდში რჩება [ჟერარ რომერო]
  • 13:44 – ალბას დარჩენის შემთხვევაში ბალდეს იჯარით გაშვება გამორიცხული არაა [ჟერარ რომერო]
  • 13:41 – აბდე ეზალზული “ელჩეში” იჯარით გადასვლას დასთანხმდა [Onda Cero]
  • 13:29 – “ბარსელონამ”, შესაძლოა, 2 მარჯვენა მცველი დაიმატოს – ექტორ ბელერინი და ტომას მონიე [ჟერარ რომერო]
  • 13:24 – “ბარსელონამ” ბრეითუეიტს სთხოვა, “ესპანიოლში” არ გადასულიყო, მაგრამ დანიელი მაინც ამ გუნდში გადადის [Relevo]
  • 13:23 – ექტორ ბელერინი “ბარსელონაში” დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა [Relevo]
  • 13:11 – მარკოს ალონსოს აგენტი “ბარსელონას” ოფისში იმყოფება. მხარეები ობამეიანგი/ალონსოს ტრანსფერს ასრულებენ [SER]
  • 13:00 – მარტინ ბრეითუეიტმა “ესპანიოლში” სამედიცინო შემოწმება გაიარა [Mundo Deportivo]
  • 12:57 – მოსალოდნელია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლო საათებში ფრენკი დე იონგის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება [Daily Express, Sport]
  • 12:48 – ჟორდი ალბა “ინტერში” გადასვლაზე უარს იტყვის. მას არც წასვლა სურს და არც ხელფასის შემცირება [ლუის როხო]
  • 12:37 – მარტინ ბრეითუეიტი “ესპანიოლში” გადადის [Onda Cero]
  • 12:22 – “ბარსელონას” სურს, რომ ჟორდი ალბამ გუნდი დატოვოს. კატალონიელებმა ვეტერანი ფეხბურთელი არაერთ გუნდს შესთავაზეს, მათ შორის “ინტერს”. თუმცა ალბას დარჩენა უნდა [TuttoMercato]
  • 12:20 – “მანჩესტერ იუნაიტედმა” ერიკ ტენ ჰაგს ურჩია, “აიაქსის” მეტი ყოფილი ფეხბურთელი აღარ დაემატებინა. სწორედ ამიტომ გამოირიცხა სერჟინიო დესტის ინგლისურ გუნდში გადასვლა [აშრაფ ბენ აიადი]
  • 12:17 – “ბარსელონა” და “ჩელსი” ობამეიანგის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. საუბარია 16 მილიონსა და მარკოს ალონსოზე [Relevo]
  • 11:51 – “ბარსელონამ” ხულიან არაუხოს ამ ეტაპზე დამატება გამორიცხა. კატალონიური გუნდი ამერიკელ მარჯვენა მცველს, შესაძლოა, იანვარში მიუბრუნდეს [Relevo]
  • 11:01 – სერჟინიო დესტი მილანში გაფრინდა და მალე “მილანს” შეუერთდება [COPE]
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (455)

  • Futbol Club Barcelona
    schedule 02 სექ 2023, 00:39

    კანსელუც დაიდოს და მართლა შეიძლება მერე ლიგაზე გაწევა.

    ————–ტერ შენგენი
    კანსელუ-არაუხო-კუნდე-ბალდე
    –გუნდოგანი-დე იონგი-პედრი
    იამალი-ლევანდოსვკი-ფელიში

    ———–ტერ შტეგენი
    კანსელუ-კუნდე-არაუხო-ბალდე
    –გავი-დე იონგი-გუნდოგანი
    ————-პედრი
    –ლევანდოვსკი-ფელიში

    რაც მთავარია რომეუ არ დამანახოთ, მაგის ჩამომთრევს

  • cruyff9
    schedule 02 სექ 2023, 00:37

    მამადუ ფალიო თუ ვიღაცაც😅დაადასტურა ბარსა ბს გვერდმა

  • Gigazakaradze
    schedule 02 სექ 2023, 00:29

    Canselize raismis?

  • Novak Djokovic
    schedule 02 სექ 2023, 00:02

    ბრავო!! ასეთ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ბარსელონა თუ მსგავს ტრანსფერებს გააკეთებდა ვერც წარმოვიდგენდი. აგერ ნახავთ თუ არ გავიწიოთ ყველა ტიტულზე, რატომღაც მჯერა, რომ უემბლის სტადიონზე ვითამაშებთ barca-4

  • CRackeD13
    schedule 01 სექ 2023, 23:46

    არც ჩელსის ყავდა გადასარევი გუნდი მაგრამ მოიგო ლიგა,ლესტერი არავინ იყო აბდოლიტურად იმ წელს დს საკუთაი თავის იჯერეს და პრემიერ ლიგ მოიგეს,,პსჟ ყველა ყავდა აბსოლიტურად და მაინც გამოაგდეს ,,მხოლოდ შემადგენლობა არაა საკმარისი,თვითდაჯერებულობაა საჭირო რაზეც უნდა იმუშაოს გუნდმა,გაიხსენოს რომ ბარსაა და ითამაშოს ისე როგორც ბარსაა,ამაზე უნდს იმუშაოს ჩავიმ სწორედაც ეგაა მწვრთნელის საქმე,რეალი ლიგებს იგებდა მაშინ როცა ჩვენთან ნადგურდებოდა..უნდა გავახსენოთ ყველას თუ ვინაა და რა შეუძლია ბარსას ჩვენივე თამაშით,ვისკა ბარსა barca-1

    ჩავის საქმეა ყველა აათამაშოს,გვარდიოლას რო ვუყურებ ტიპა სტოუნსისგან ნახევარმცველი შექმნა და დრიბლინგი ასწავლა,,ზოგი სად გადაადგილა ზოგი სად,ხმას არავინ იღებს და ასრულებენ მითითებებს,ვინც არა და ალპობს სკამზე,,მაგრამ მაგის ცუდ ფორმაში მყოდი ფეხბურთელო არ მახსოვს,მენტალიტეტია შესაცვლელი კიდე გუნდში,თავიდსნ კარგად დაიწყო ჩავიმ სიმკაცრე და წესები დააწესა,მაგრამ საკმარისი არაა მეტია საჭირო ბევრად ეს ბარსაა და აქ საკამარისი არასდროს არაფერია.

  • Rick Sanchez
    schedule 01 სექ 2023, 23:30

    ძაან მაგარი ფანჯარა გამოვიდა, სამი თვე კი ვაგინებდით ამ ხალხს, მაგრამ თურმე ბოლოსკენ ინახავდნენ კაი ტრანსფერებს. მალადეც მალადეც. (ჩავი მაინც იდიოტია)

  • Don_Andresito
    schedule 01 სექ 2023, 23:29

    ციტატა: ♠️Spookyfy♠️

    ციტატა: Rolex
    ინიგო გუნდოგანი ფელიში კანსელუ როკე
    თუ მჯეროდეს უნამუსო ვიყო🙃ამათ ზემოდან იამალი ემატება ოქროს ბიჭუნა


    Plus faye moiyvanes,dzaan perspeqtiuli mcveli,plus is amerikeli mohyavt. Gasagdebebi ase tu ise gayares rogorc sheidzleboda. Bordi mushaobs ravi dzaan sakaifod,memgoni sapretenzio araferi gvaw barcas fanebs am krizisis fonze.awi yvelaferi xavizea damokidebuli.


    მე დარვიხსაც დავამატებდი, როგორც თქვეს მაგარი ნიჭიერიაო. მე ლაპორტას მიმართ მჩება ჩემი პირადი აზრი მარა ვთქვი ფელიქსს თუ მოიყვანენ წელს აღარ შევაგინებ თქო და ვეცდები შევასრულო პირობა

  • Rolex
    schedule 01 სექ 2023, 23:23

    ციტატა: ♠️Spookyfy♠️
    Plus faye moiyvanes,dzaan perspeqtiuli mcveli,plus is amerikeli mohyavt. Gasagdebebi ase tu ise gayares rogorc sheidzleboda. Bordi mushaobs ravi dzaan sakaifod,memgoni sapretenzio araferi gvaw barcas fanebs am krizisis fonze.awi yvelaferi xavizea damokidebuli


    მაქსიმუმი გააკეთეს ამ ფანჯარაზე რაც შეეძლოთ.ხავიმ უნდა შეათამაშოს ეხლა ეს კამანდა სხვა გზა არ აქ ერთ ერთი საუკეთესო შემადგენლობა გვყავს ლიგის მოგებას არავინ თხოვს საკადრისად ითამაშონ როგორც ბარსელონას ეკადრება და შედეგი მოვა თავისით.წარმატებები ხავისაც ლაპორტასაც ალემანსაც სადაც კიდის და ჩვენ თავისთავად😀

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 01 სექ 2023, 23:18

    ციტატა: Rolex
    ინიგო გუნდოგანი ფელიში კანსელუ როკე
    თუ მჯეროდეს უნამუსო ვიყო🙃ამათ ზემოდან იამალი ემატება ოქროს ბიჭუნა


    Plus faye moiyvanes,dzaan perspeqtiuli mcveli,plus is amerikeli mohyavt. Gasagdebebi ase tu ise gayares rogorc sheidzleboda. Bordi mushaobs ravi dzaan sakaifod,memgoni sapretenzio araferi gvaw barcas fanebs am krizisis fonze.awi yvelaferi xavizea damokidebuli.

  • Rolex
    schedule 01 სექ 2023, 23:09

    ინიგო გუნდოგანი ფელიში კანსელუ როკე
    თუ მჯეროდეს უნამუსო ვიყო🙃ამათ ზემოდან იამალი ემატება ოქროს ბიჭუნა

  • DesmondHume
    schedule 01 სექ 2023, 23:04

    ციტატა: ოქროს ბიჭუნა ნიდერლანდებიდან. F.D
    კანსელოს მაინც ვერ აოფიციალურებენ 😀


    ფაბრიციომ ორივეზე დაწერა, ფელიშიც და კანსელუც ჩვენია

  • ოქროს ბიჭუნა ნიდერლანდებიდან. F.D
    schedule 01 სექ 2023, 23:02

    კანსელოს მაინც ვერ აოფიციალურებენ 😀

  • rivaldo80
    schedule 01 სექ 2023, 22:51

    როცა ფეხბურთელი გამოთქვამს დიდ სურვილს ზუსტად ასეთები უნდა მოიყვანონ ადვილადაც გამოდის მსგავსი ტრანსფერები👌

  • Ertaoz Bregvadze
    schedule 01 სექ 2023, 22:40

    კანსელო დადასტურდა თუ არა?

  • Novak Djokovic
    schedule 01 სექ 2023, 22:34

    ფაბრიციომ ჟოაოს ფელიშის ტრანსფერი დაადასტურა, გილოცავთ barca-1

  • DesmondHume
    schedule 01 სექ 2023, 22:26

    ციტატა: პეპ გუარდიოლა

    ციტატა: DesmondHume

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ჩავი ხანდახან ძან ტვინ ბურღავს რა, რა ჩემფეხებად უნდოდა ფატი და აბდე, ფელიში ორივეს ერთად ჯობს და იმედია ახლა არ ამოიჩემებს და სკამზე არ დაალპობს


    ორივე უნდოდაო არსად წერია, ფატის გაშვების მერე აბდეს გაშვებაც არ უნდოდა, სკამზე რო შემტევი ყოლოდა


    აზრი მერე? არცერთი გამოგვადგებოდა და არც მეორე, გინდშემოგიყვანია გინდ არა


    როტაციაში ხალხის დასასვენებლად

    ოპააააა ფაბრიციომ დაწერა ტვიტერზეეე ეგააა ფელიში ჩვენიააააა <3

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 01 სექ 2023, 22:03

    ციტატა: DesmondHume

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ჩავი ხანდახან ძან ტვინ ბურღავს რა, რა ჩემფეხებად უნდოდა ფატი და აბდე, ფელიში ორივეს ერთად ჯობს და იმედია ახლა არ ამოიჩემებს და სკამზე არ დაალპობს


    ორივე უნდოდაო არსად წერია, ფატის გაშვების მერე აბდეს გაშვებაც არ უნდოდა, სკამზე რო შემტევი ყოლოდა


    აზრი მერე? არცერთი გამოგვადგებოდა და არც მეორე, გინდშემოგიყვანია გინდ არა

  • DesmondHume
    schedule 01 სექ 2023, 22:01

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ჩავი ხანდახან ძან ტვინ ბურღავს რა, რა ჩემფეხებად უნდოდა ფატი და აბდე, ფელიში ორივეს ერთად ჯობს და იმედია ახლა არ ამოიჩემებს და სკამზე არ დაალპობს


    ორივე უნდოდაო არსად წერია, ფატის გაშვების მერე აბდეს გაშვებაც არ უნდოდა, სკამზე რო შემტევი ყოლოდა

  • rivaldo80
    schedule 01 სექ 2023, 21:58

    ეს ორი ტრასფერიც თუ გამოვიდა როკეე ზამთარში და საღოლ ლაპორტა მსგავსი ტრასფერები უამრავ გრანდს არ ქონია ამ გასაჭირში ტიპი ფოკუზნიკია 😂😂😂👌

  • Novak Djokovic
    schedule 01 სექ 2023, 21:35

    ციტატა: ♠️Spookyfy♠️
    Ra pontshi gaaxangrdzliva amis dedas ro shvc me?? Seresos da amis xodi xoaraa rogor griezmanze. Atamashdeba da dagvaxeven isev.10-iani ara chemi sle,ar unda miscen,orosta marketingis pontshi izaven xo vici.magrad gamityda es saqcieli axla,tu nagdia,mara portugalielebisgan araferi unda gagikvirdes…


    დაწყნარდით. ხელფასი დაიკლო და რომ გაეადვილებინა ტრანსფერი მაგიტომ გაახანგრძლივა, ატლეტიკოში რომ არ უნდა დაბრუნება ეგ ვიცით.

    მშვენიერია ორივე ჟოაოს დამატება. წინ გვეყოლება ლევანა, რაფინია, ტორესი, იამალი და ჟოაო, მერე როკეც მოვა. ნახევარდაცვა ხოდზეა, დაცვა კი ალბათ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გვყავს თუ საუკეთესო არა, თან ახლა კასელუც დაემატა.