’’ბარსას’’ მატჩს ’’მილანთან’’ შეუძლია აღადგინოს 2010 წლის მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი დავათთაგანი.
თუ არსებობს ფეხბურთელი , რომელსაც აქვს ’’სამართლიანად თამაშის’’ ნორმები , ეს ანდრეს ინიესტაა , მაგრამ მან თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ვერ გაუძლო მოწინააღმდეგის რბილად რომ ვთქვათ ’’უხეშ’’ დამოკიდებულებას.მარკ ვან ბომელი მუნდიალი 2010 – ის ფინალში კატალონიელს ისე მოექცა ,რომ მოახერხა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა. ’’ბარსას’’ ფეხბურთელმა ისე უპასუხა ჰოლანდიელს უხეშობაზე , რომ კინაღამ წითელი ბარათით ’’დასაჩუქრდა’’ 1 წუთით ადრე , სანამ გამარჯვების გოლს გაიტანდა ჰოლანდიის კარში.
ხვალ ეს ორი შესაძლოა, ისევ ვიხილოთ ’’კამპ ნოუზე’’ . კატალონიელი იმედოვნებს , რომ მეტჯერ აღარ იგრძნობს ჰოლანდიელისგან უხეშ თამაშს. მუნდიალზე მომხდარი ამბის შემდეგ ინიესტამ განაცხადა : ’’მე ძალზედ იშვიათად გამოვდივარ მდგომარეობიდან , მხოლოდ მაშინ , როდესაც მოწინააღმდეგე ძალიან უხეშად თამაშობს . ვფიქრობდი , რომ არასდროს არ გამოვიდოდი მდგომარეობიდან , მაგრამ ვან ბომელთან თამაშის დროს … ’’ .

