workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორი იქნება ბარსელონას დაცვის ხაზი ვალიადოლიდის წინააღმდეგ?

როგორი იქნება ბარსელონას დაცვის ხაზი ვალიადოლიდის წინააღმდეგ?

“ბარსელონას” შემდეგი მატჩი 28 აგვისტოს, “რეალ ვალიადოლიდის” წინააღმდეგ ელის.

AS-ის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაშიც, ალეხანდრო ბალდე სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს, ჟორდი ალბა კი კვლავ სათადარიგოთა სკამზე იქნება.

ალბამ ლა ლიგის პირველ ტურში, “რაიო ვალიეკანოსთან” ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, ბალდეს კი კარგი პრესეზონი ჰქონდა და “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ გამართულ შემდეგ მატჩში ძირითადშიც მოხვდა – ახალგაზრდა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა, რობერტ ლევანდოვსკის ასისტიც გაუკეთა და ჩავის თავი მოაწონა.

წყაროს ცნობით, ბალდეს მსგავსად, ერნანდესის დარწმუნება სერჟი რობერტომაც შეძლო: “ბარსას” მესამე კაპიტანი “მანჩესტერ სიტისთან” გამართულ (3-3) საქველმოქმედო შეხვედრაშიც შესანიშნავად გამოიყურებოდა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ, გავრცელებული ცნობებით, “ბლაუგრანამ” ჟიულ კუნდეს ლა ლიგაში დარეგისტრირების ნებართვა მიიღო და ფრანგი მომდევნო მატჩში მოედანზე გავა. 

შესაბამისად, “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ კატალონიელთა დაცვის ხაზი ასეთი იქნება: რობერტო-არაუხო-კუნდე-ბალდე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (42)

  • Zura Gviniashvili
    schedule 27 აგვ 2022, 21:09
    #42

    დროა ამ ბიჭს ვენდოთ. ცოტა ჯანი რომ მოუმატოს ცუდი არ იქნება .. გამხდარია ძაან და დაიჩაგრება.. სხვა რავიცი კარგი კრაი ჩანს

  • nika 54
    schedule 27 აგვ 2022, 15:11
    #41

    მგონია ალბას და პიკეს ეპოქა სრულდება ბარსაში. თუმცა ბევრი გუნდი სიამოვნებით აიყვანდა ორივეს.