დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას მეტოქეები გაირკვევა

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას მეტოქეები გაირკვევა

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრაა. ცერემონიაზე, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, ამ ტურნირზე “ბარსელონას” პირველი 3 მეტოქე გაირკვევა.

ვინაიდან “ბარსამ” წინა სეზონში ვერც ევროტურნირი მოიგო და ვერც ესპანეთის ჩემპიონატი, კატალონიური გუნდი პირველ კალათში ვერ მოხვდა. “ბლაუგრანასთან” ერთად მეორე კალათში იმყოფებიან “ლივერპული”, “ჩელსი”, “იუვენტუსი”, “ატლეტიკო”, “სევილია”, “ლაიფციგი” და “ტოტენჰემი”. “ბარსელონა” ამ გუნდებთან ერთად ჯგუფში ვერ მოხვდება. ჩავის გუნდის მეტოქე ასევე ვერ იქნება ესპანური “რეალი”.

“ბარსელონას” სავარაუდო მეტოქეები:

  • პირველი კალათა: აინტრახტი, მანჩესტერ სიტი, მილანი, ბაიერნი, პსჟ, პორტუ, აიაქსი;
  • მესამე კალათა: დორტმუნდი, ლაიფციგი, შახტარი, ინტერი, ნაპოლი, ბენფიკა, სპორტინგი, ლევერკუზენი.
  • მეოთხე კალათა: მარსელი, ბრიუგე, სელტიკი, პლზენი, მაკაბი ჰაიფა, რეინჯერსი, კოპენჰაგენი, დინამო ზაგრები.

თითო კალათიდან “ბარსელონას” ჯგუფში თითო გუნდი მოხვდება. ერთი ქვეყნიდან ერთ ჯგუფში 2 გუნდი ვერ მოხვდება. მაგალითად ბარსელონასთან ერთად “მილანი” და “ნაპოლი”, ან “ბაიერნი” და “დორტმუნდი” ვერ მოხვდებიან.

ყველაზე რთული ჯგუფი, ალბათ, ასეთი იქნება: “სიტი” ან “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “ნაპოლი”, “მარსელი”. ყველაზე სუსტი კი “აიაქსი”, “ბარსელონა”, “ლევერკუზენი”, “მაკაბი”.

აქვე უნდა ითქვას, რომ არის შანსი, “ბარსელონას” ჯგუფში 2 ქართველი მოხვდეს – ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) და დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი).

ჯგუფური ეტაპის წილისყრის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და სეტანტა ჯორჯია 1 გვთავაზობს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (15)

  • nika 54
    25 აგვ 2022, 17:58

    აინტრახტი იქნება ძალიან საინტერესო, იმედია ვაგებინებთ პასუხს მოპარული სტადიონის გამო.

  • M.MN10
    25 აგვ 2022, 17:30

    მესამე კალათაში ზალზბურგი გამომიტოვე ძმა არადა მაგრა ველოდები 😂👌🏼

  • DesmondHume
    25 აგვ 2022, 15:41

    ბოლო კალათა მკიდია, ბეფიკა და აინტრახტი გამოუშვით. ძმრად ვადინოთ ის 4 თამაში

  • Nodariko Dzadzamia
    25 აგვ 2022, 14:46

    შემი აზრით იქნება მილანი-ბარსა-დორტმუნდი-მარსელი მაგრამ მე მინადა
    აინტრახტი-ბარსა-სახტარი-მაკაბი რავი მეორე ჯგუფი მე რომელიც მინდა ის იოლია

  • Fc Barca Batumi
    25 აგვ 2022, 14:29

    ბარსა-ნაპოლი ქვეჯგუფში 1-2 ადგილებს გაინაწილებს

  • Alien messi
    25 აგვ 2022, 14:20

    ნაპოლისთან მოვხვდეთ გაასწორებს კვარა ბარსას წინააღმდეგ

  • rivaldo80
    25 აგვ 2022, 14:15

    აბა თქვენ იცით როგორც ყოველთვის დაგვაჯახეთ რთულები ერთხელ ხო შეიზლება სუსტ ჯგუფში ჩვენც მოვხდეთ.

  • Xaviball22
    25 აგვ 2022, 14:08

    ამ გუნდს უნდა დრო 1 წელი 2 წელი რა მაქსიმუმი რომ ბირთვი და გუნდი მოიძებნოს აი რასაც ქვია შეკვრა .. კლოპმა ლივერპულში პირველ სეზონზე რა ქნა ? მხოლოდ ბირთვი დაინახა ვინც იყო ამ გუნდის ხო ? წელსაც ჯობია იმედები არ გვქონდეს და ჯობია გრანდებმა არ მოგვიგონ ისე როგორც მოგვიგეს ბოლოს ეს ფსიქოლოგიურად დაანგრევს ახლებს და ახალბედებს ამიტომ ჯობია სუსტი გუნდებით დავიწყოთ და სადაგც ნორმლარუად გამმოვარდეთ და მომავალი წლიდან მოიქოქოს ამუშავდეს ძრავი და ბოლოს დადგეს ჩამოყალიბებული შემდგარი გუნდი რაც იქნება ოღონდ მოთმინებით და ნელნელა

  • EL MAESTRO 6
    25 აგვ 2022, 13:32

    მილანი, ბენფიკა, კოპენჰაგენი შეგვხვდეს , თუ პრინციპში ბაიერნის გარდა ნებისმიერი მოვიდეს

  • Nodariko Dzadzamia
    25 აგვ 2022, 12:40

    ციტატა: Novak Djokovic
    სიტი, ბაიერნი ან პსჟ მინდა!!! სუსტი გუნდების ყურება ლა ლიგაშიც მეყოფა


    ისევ ევროპაზე თამაში გინდა ბარსას ესენი ყველაზე ნაკლებად უნდა განსაკუთრებიტ პსჟ მესია და მესი ბარსას წინააღმდეგ საშინელი სანახააობაა კომპნოუზე სხვა კლუბის ფორმით რომ იქნება მითუმეტეს პსჯ სი

  • C.PC5
    25 აგვ 2022, 12:27

    იმედია მარტივი ჯგუფი მოგვიწევს და რომელიმე დიდ გუნდს არ დავეჭიდებით თორე ახლა რომ ეს ბარსელონა კიდე რომელიმე გრანდმა გაიფინოს ჩათვალეთ ამდენი შრომა ისევ წყალში იყრება, შეთამაშება ჭირდება ამ გუნდს ჯერ და დახვეწა თორე ფეხბურთელებით ლუბოის ჯობია ბარსა ამ წუთას მემგონი ისეთი შემადგენლობაა ორი გუნდი გამოდის ისეთი რომ არცერთს არაფერი დაეწუნება, ესაა უბრალოდ რომ შეთამაშება, გათამამება და დახვეწაა საჭირო, ჩვისაც დრო სჭირდება ჯერ კიდევ ყველაფერში რომ გაერკვეს ბოლომდე და ეს ამბავი სეზონის პირველ წრეს ისე წაიღებს რომ ვერც გავიგებთ.

  • GAUCHO 8
    25 აგვ 2022, 12:09

    ციტატა: CHEPE
    მილანი დორტმუნდი მარსელი ბარსელონა ასე იქნება ჯგუფი👌


    imedia egre iqneba.martivi jgupia

  • Dani alves
    25 აგვ 2022, 11:17

    აინტრახტი უნდა მოვიდეს

  • Novak Djokovic
    25 აგვ 2022, 10:58

    სიტი, ბაიერნი ან პსჟ მინდა!!! სუსტი გუნდების ყურება ლა ლიგაშიც მეყოფა

  • Gigazakaradze
    25 აგვ 2022, 10:56

    ყველაზე კაი იქნება ბენფიკა აინტრახტი და მაკაბი პირველ 2 სამაგიერო უნდა გადავუხადოთ