მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
განქორწინება და შერიგება

განქორწინება და შერიგება

“ბარსელონას” ყოფილ და “მილანის” ამჟამინდელ ფორვარდს უცნაური ისტორია აქვს. მან კატალონიური კლუბი სკანდალური განცხადებების ფონზე დატოვა. განცხადებები მეტწილად “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მიმართ იყო გაკეთებული. თუმცა ახლა, როცა “ბარსელონა” და “მილანი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთის მეტოქეები აღმოჩდნენ, იბრაჰიმოვიჩმა გვარდიოლასადმი დამოკიდებულება შეცვალა და მას ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი უწოდა. სიტუაცია სხვაგვარი იყო ზაფხულამდე. იბრა და თავისი აგენტი ფეხბურთელის წარუმატებელ თამაშში სწორედ პეპს ადანაშაულებდნენ და უფრო მეტიც, იბრაჰიმოვიჩი გვარდიოლას ცემითაც კი იმუქრებოდა.

შვედი ფეხბურთელი ასე ვთქვათ “მოლბა”. იგი ხვალ “კამპ ნოუს” მეტოქის რანგში ესტუმრება და შინ სამი ქულის წაღებას შეეცდება. იბრამ კარგად იცის კატალონიელი გულშემატკივრების ძალა, ამიტომ იგი ხმაურიანი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში